სასქესო ორგანოების ჰერპესი ზრდის შიდსის გადადების, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასქესო ორგანოების ჰერპესი ზრდის შიდსის გადადების, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკს

- რას გვეტყვით ჰერპესის შესახებ, რა საფრთხეს უქმნის იგი ქალს?

- გენიტალური ჰერპესი თავს იჩენს მტკივნეული წყლულებითა და ბუშტუკოვანი გამონაყარით გარეთა სასქესო ორგანოების ან სწორი ნაწლავის (ანუსის) გარშემო. გასკდომის შემდეგ წყლულები ტოვებს მტკივნეულ იარებს. ახასიათებს ტკივილი და წვა, განსაკუთრებით - მოშარდვის, სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურების ჩატარების შემდეგ, სიარულის დროს. ტკივილი ახლავს თან სქესობრივ კავშირსაც. გარდა ამისა, დაუცველი სქესობრივი კავშირი საშიშია პარტნიორისთვის, რადგან ვირუსი გადაედება სქესობრივი კონტაქტის დროსაც.

წყლულები ჩნდება ინფიცირებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემედეგ. მათ გაჩენას შესაძლოა წინ უძღოდეს ან დაერთოს თავის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება; წყლულები და უსიამოვნო შეგრძნებები 1-2 კვირაში გაივლის, მაგრამ ვირუსი ორგანიზმში რჩება და მისი დამცველობითი ძალების შესუსტებისთანავე დაავადება ისევ მწვავდება. საშიშია, თუ სასქესო ორგანოების ჰერპესი დედისგან შვილს გადაედო - ახალშობილთა ჰერპესმა შესაძლოა ბავშვის სიკვდილი ან მყარი ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს. სასქესო ორგანოების ჰერპესი ზრდის შიდსის გადადების, ანუ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკს.

- როგორ გადაედება ეს დაავადება?

- სასქესო ორგანოების ჰერპესისთვის დამახასიათებელია ინფექციის კონტაქტური მექანიზმით გავრცელება. უმეტესად ინფიცირების წყაროა უსიმპტომო პირი. შესაძლოა ახალშობილის დასნებოვნება მშობიარობის დროს. იშვიათად გვხვდება აუტოინოკულაცია (თვითდაავადება) და საავადმყოფოს ინფექცია (მაგალითად, ჰერპესული კონიუნქტივიტი).

- როგორ მკურნალობენ ამ დაავადებას და როგორ დავიცვათ მისგან თავი?

- მკურნალობენ ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც აჩქარებენ გამონაყარის ალაგებას და ამცირებენ დაავადების რეციდივის რისკს, მაგრამ ვირუსს საბოლოოდ ვერ ანადგურებენ. არ არის დადგენილი, რამდენად ამცირებს ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები დაავადების გადადების რისკს უსიმპტომო მიმდინარეობის დროს. აუცილებელია ადგილობრივი მკურნალობაც. კერძოდ, გამონაყარის არსებობის დროს ავადმყოფმა სასქესო ორგანოები უნდა ჩაიბანოს დღეში 2-3-ჯერ. რეკომენდებულია ბამბის თეთრეულის ტარება. მტკივნეული გამონაყრის დროს იყენებენ ანტისტატიკების შემცველ კრემებს.