როგორ იყენებს ორგანიზმი ცხიმს ინფექციასთან საბრძოლველად - კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ იყენებს ორგანიზმი ცხიმს ინფექციასთან საბრძოლველად - კვლევის შედეგები

აშშ-ში ყოველწლიურად 1.35 მილიონი ადამიანი სალმონელას ინფექციით ავადდება. ინფიცირებულთა დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, ხშირია გარდაცვალების შემთხვევებიც.

ინფიცირების ძირითადი წყარო დაბინძურებული საკვები პროდუქტებია, შემთხვევათა 94%-ში. სალმონელათი შესაძლებელია დაბინძურებული წყლის ან ცხოველთან კონტაქტის შედეგადაც დაინფიცირდეთ.

ინფექციას შემდეგი სიმპტომები ახასიათებს:

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • მუცლის ტკივილი და კრუნჩხვა;
  • დიარეა;
  • სეფსისი.

მაგალითად, აფრიკაში უმეტესად არატიფოიდური სალმონელების S. Typhimurium შედეგად გამოწვეული ინფექციები ფიქსირდება, რაც ხშირად სეფსისს იწვევს. არატიფოიდური სალმონელათი ინფიცირების შემთხვევათა 20-25% ფატალურად სრულდება.

რა კავშირი არსებობს თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს და ჰემატოპოეზურ ღეროვან უჯრედებს (HSCs) შორის? - როგორ გვეხმარებიან ისინი ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლაში?

რაც შეეხება ცხიმოვანი მჟავებს, ისინი ჩვენს ორგანიზმში ცხიმის სამშენებლო ბლოკებს წარმოადგენენ. როგორც აღმოჩნდა, სისხლში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები (Free fatty aროგორ იყენებს cids) ინფექციის დროს მატულობს.

ინგლისში, ნორვიჩის სამედიცინო სკოლაში ჩატარებული კვლევისას კი აღმოჩნდა, რომ არატიფოიდური სალმონელებით ინფიცირებიდან 72 საათში, სისხლში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა იზრდება.(კვლევა ჩატარდა თაგვებზე)

ინფექციების დროს იზრდება ძვლის ტვინში ჰემატოპოეზური ღეროვანი უჯრედების (HSCs) რაოდენობაც. HSCs პასუხისმგებელია ჰემატოპოეზზე ( სისხლის ფორმიანი ელემენტების ანუ წითელი და თეთრი უჯრედების წარმოქმნის პროცესი).

მეცნიერებისთვის დღემდე უცნობია, თუ რა იწვევს ინფექციის დროს ჰემატოპოეზზს. HSCs ძირითდად არააქტიურია, თუმცა ორგანიზმში ინფექციის მოხვედრის შემდეგ, ღეროვნი უჯრდები სწრაფად რეაგირებენ და მათი დახმარებით სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა იზრდება, რაც ინფექციასთან ბრძოლაში გვეხმარება.

კვლევებმა აჩვენა, რომ HSCs გააქტიურებულია, როცა ორგანიზმში თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები მატულობს. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ HSCs თავისუფალ ცხიმოვან მჟავებს ენერგიის გამოსამუშავებლად იყენებს, რათა ბაქტერიული ინფექციის დროს უჯრედულ აქტივობას შეუწყოს ხელი.

ინფექციასთან ბრძოლა დიდ ენერგიას მოითხოვს, ცხიმოვანი მარაგი კი ენერგიის წყაროა, ამასთანავე სისხლის ღეროვანი უჯრედების ერთგვარი „საწვავი“, რასაც ისინი იმუნური პასუხის გასაძლიერებლად იყენებენ.