გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთება ხშირად ემართებათ მათ, ვისაც გულის დაავადებები აწუხებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთება ხშირად ემართებათ მათ, ვისაც გულის დაავადებები აწუხებთ

მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც გრიპი მრავალ გართულებათას უქადის. გართულება მოსალოდნელია, როცა:

  • ავადმყოფის ასაკი 64 წელს აღემატება;
  • პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადება, კერძოდ:გულის პათოლოგია;ფილტვების პათოლოგია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სისხლის დაავადება;
  • თირკმელების უკმარისობა;
  • იმუნური სისტემის დეფიციტი.გ
  • ანსაკუთრებით საშიშია გრიპი ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანუ მეოთხედან მეცხრე თვის ჩათვლით.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს გრიპს ასეთ პაციენტებში?

უპირველეს ყოვლისა, პნევმონია. ის შეიძლება განვითარდეს როგორც უშუალოდ გრიპის ვირუსის ზემოქმედებით (ვირუსული პნევმონია), ასევე ბაქტერიების ზემოქმედების შედეგადაც (მეორეული ბაქტერიული პნევმონია). ხშირია ორივე ფაქტორის ერთდროული ზემოქმედება.

უშუალოდ გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონია იშვიათია, მაგრამ რთული. რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ ეს მდგომარეობა? როდესაც გრიპიანი პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება, ცხელება არ იკლებს, ჩნდება ქოშინი, ვითარდება ციანოზი (ტუჩების სილურჯე), ნახველს ერევა სისხლი, - ექიმი ფილტვების ანთებას ვარაუდობს. ამ ნიშნების შემჩნევისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მას გასინჯავენ, ჩაუტარებენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ნახველის ანალიზს და დაუსვამენ დიაგნოზს.

ცნობილია, რომ გრიპის ვირუსით გამოწვეული ფილტვების ანთებისადმი განწყობილნი არიან ადამიანები, რომელთაც გულის დაავადებები აქვთ, განსაკუთრებით - ის პაციენტები, რომლებიც დაავადებულნი არიან გულის მანკის ერთ-ერთი ნაირსახეობით - მიტრალური ხვრელის სტენოზით.

ვირუსული ფილტვების ანთების რისკი მაღალია ხანშიშესულ ადამიანებს შორის, თუ ისინი დაავადებულნი არიან ფილტვების ქრონიკული დაავადებით - ქრონიკული ბრონქიტით ან ბრონქული ასთმით.

წაიკითხეთ სრულად