სტაფილოკოკი და მისი თავისებურებანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

სტაფილოკოკი და მისი თავისებურებანი

სტაფილოკოკი და მისი თავისებურებანი

რომელი ხალხური საშუალებებით შეიძლება ვებრძოლოთ სტაფილოკოკებს? აღმომაჩნდა ანტიმიკრობული ანტისტაფილოკოკური

ანტისხეულები დიდი რაოდენობით. გამოხატული მაქვს თავზე სტაფილოკოკური ფოლიკულიტი.

 

კოკები ოვალური და სფერული ფორმის ბაქტერიების საერთო სახელწოდებაა (ბერძნული სიტყვა კოკკოს "მარცვალს" ნიშნავს). ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ასობით სხვადასხვა კოკის გარემოცვაში იმყოფება, თუმცა სტაფილოკოკზე მეტად ცნობილი და ფართოდ გავრცელებული კოკი არ არსებობს. მიკრობიოლოგიური ტერმინი სტაფილოკოკი სამედიცინო პრაქტიკაში პირველად 1881 წელს გამოიყენეს.

 

 

მიკროსკოპში ჩანს, რომ კოკები ჯგუფებად გროვდებიან და ყურძნის მტევნებს ჰგვანან. სწორედ აქედან მომდინარეობს მათი სახელწოდება - სტაპჰყლოს ბერძნულად მტევანს ნიშნავს. სიტყვა სტაფილოკოკი დღეს პრაქტიკულად ყველას

გაუგონია და, წესისამებრ, უარყოფით ემოციას იწვევს. ადამიანისა და ცხოველების ათობით დაავადება სწორედ სტაფილოკოკებს უკავშირდება. ამ დაავადებათა მკურნალობისას ექიმები სერიოზულ სირთულეებს აწყდებიან.

სტაფილოკოკები მიკროორგანიზმთა მთელი გვარია. ამჟამად მათი 27 სახეობაა ცნობილი. 14 მათგანი ადამიანის კანსა და ლორწოვან გარსებზეა აღმოჩენილი. სტაფილოკოკების უმრავლესობა ადამიანისთვის უვნებელია, მაგალითად, ხსენებული 14
სახეობიდან დაავადებას მხოლოდ სამი იწვევს, მაგრამ ეს სამიც საკმარისია... აქ უთუოდ უნდა ითქვას ერთი რამ: რომელი ბაქტერიაც არ უნდა ავიღოთ, დაავადების თვალსაზრისით საშიშროებას ქმნის არა საკუთრივ მიკრობი, არამედ მისი პათოგენურობის ფაქტორები - განსაზღვრული ნივთიერებები, რომლებიც შედის მიკრობის შემადგენლობაში ან მისი ცხოველმყოფელობის პროცესში წარმოიქმნება.

როგორც ამბობენ, ჯარისკაცს კი არ უნდა ვუფრთხოდეთ, არამედ მის ხელთ არსებულ იარაღს. სტაფილოკოკი, რომელიც მიკროსკოპში პატარა და უმოძრაო მარცვალს ჰგავს, ძალზე საშიში მოწინააღმდეგეა - მისი ყოველი ნაწილი, სტრუქტურის ყოველი ელემენტი და თითოეული ბიოქიმიური პროცესი დიდი საფრთხის წყაროს წარმოადგენს.


სტაფილოკოკის გარემომცველი კაფსულა ადვილად ისხლეტს და იგერიებს ფაგოციტებს - მიკრობების მშთანთქავ უჯრედებს და ხელს უწყობს ორგანიზმში ბაქტერიის შეჭრას. მისი უჯრედული კედელი იწვევს ალერგიულ და ანთებით რეაქციებს, ანეიტრალებს იმუნოგლობულინებს, ართმევს ფაგოციტებს მოძრაობის უნარს. სტაფილოკოკის მრავალრიცხოვანი ფერმენტები არღვევს უჯრედთა სტრუქტურას, უვნებელყოფს ანტიბიოტიკებს, ამასთანავე წარმოქმნის ე. წ. ჰემოლიზინებს - ნივთიერებებს, რომლებიც აზიანებენ ერითროციტებს, ლეიკოციტებს და სისხლის სხვა უჯრედებს. გარდა ამ საშიში არსენალისა, სტაფილოკოკს აქვს ტოქსინებიც, რომელთაგან თითოეული ფაქტობრივად განსაზღვრული მოქმედების შხამია.

სტაფილოკოკური ინფექციის სირთულე და არსი სწორედ ამ დამაზიანებელ ფაქტორთა მრავალფეროვნებაშია. დამაზიანებელ ფაქტორთა რაოდენობით სტაფილოკოკს ბაქტერიათა სამყაროში ანალოგი არ მოეპოვება. აქედან გამომდინარე, გასაგებია სტაფილოკოკურ დაავადებათა მრავალფეროვნებაც. სტაფილოკოკი დიფტერიის გამომწვევი ჩხირი არ გეგონოთ, ერთი კონკრეტული ტოქსინითა და ერთადერთი დაავადებით;

სტაფილოკოკისგან უამრავ დაავადებას უნდა მოელოდეთ - კანის ჩირქგროვიდან დაწყებული, მენინგიტითა და ფილტვების ანთებით დამთავრებული. მათ შორის - სეფსისს, ნაწლავურ ინფექციას და ვინ მოთვლის, კიდევ რას არა. ცალკე უნდა ვახსენოთ ოქროსფერი სტაფილოკოკი. ის განსაკუთრებით საშიში ბაქტერიაა, ვინაიდან დამაზიანებელ ფაქტორთა მთელ არსენალს ფლობს და, რაც მთავარია, ანტიბიოტიკებისა და ანტისეპტიკური საშუალებებისადმი ძლიერი გამძლეობით გამოირჩევა.



გააკეთეთ კომენტარი
თარიღი : 17-04-2019
სოფო
სისხლის საერთო ანალიზში გამოჩნდება?
თარიღი : 22-07-2018
ხატია
გამარჯობა,ტლთუ შეგიძლიათ დამეხმაროთ მდინარეში ბანაობის შემდეგ კანზე გამონაყარი გამიჩნდა და თანდათან მრავლდება ,მაგრამ არ აქვს ჩირკოვანი ბუშტები,არ მოქმედებს ძილზე დ აძალიან არ მექავება ,აქამდე არქსდრო მქონია მსგქვსი რამ და ძალიან მეშინია ((
თარიღი : 30-05-2018
ნინო
ორსულობის პერიოდში 14კვირაზე აღმოჩენილი სტაფილოკოკის ბაქტერია რამდენად მოქმედებს ნაყოფზე?
თარიღი : 22-04-2018
mari
qalbatono qetav vistan imkurnalet iqneb momcerot
თარიღი : 05-04-2018
ირმა
ოქროსფერი სტაფილოკოკი ამომივიდა ანალიზში. შოკში ვარ და პირველი რა კითხვაც დამებადა და არ მასვენებს მაინტერესებს რატომ დამემართა? რამ გამოიწვია? მიპასუხეთ რა იწვევს ამ ყველაფერს?
რეკომენდებული პროდუქტები
ზოგადი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის-30აბი
ფასი: 39.9
კარგი მხედველობის შენარჩუნებლად-30 აბი
ფასი: 40.5
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
ჯანმრთელი იმუნური სისტემის ფუნქციონირებისათვის.-60აბი
ფასი: 34.9
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
კატეგორიის სხვა სტატიები
მოგეხსენებათ, მენინგოკოკური მენინგიტი მეტად საშიში ინფექციური დაავადებაა ლეტალური გამოსავლის მაღალი მაჩვენებლით.
აშშ-ს მეცნიერებმა (ალერგიული და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი) ჩაატარეს გრიპის საწინააღმდეგო
უკანასკნელ პერიოდში ხშირად ისმება კითხვა ბავშვთა ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ. აცრების საწინააღმდეგო მოძრაობა
მთელი მსოფლიოს სპეციალისტები საუბრობენ ადამიანისთვის პოტენციურად სასიკვდილო ობის სოკოს რეზისტენტული
იაპონელმა მეცნიერებმა კუმამოტოს უნივერსიტეტიდან შექმნეს ახალი ნივთიერება, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის
1932 წელს ალაბამას შტატის ქალაქ ტასკიგში ექიმები სიფილისს 600 ღარიბ აფროამერიკელზე სწავლობდნენ.
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად