ღორის გრიპი მსოფლიოს თვალით - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

ღორის გრიპი მსოფლიოს თვალით

ღორის გრიპი მსოფლიოს თვალით



THE GUARDIAN (დიდი ბრიტანეთი). დოქტორი ბენ გოლდაკრი მკითხველთა ყურადღებას იმას მიაპყრობს, თუ როგორ გაიყო აზრი დაავადების გავრცელებისა და მისით გამოწვეული სიკვდილიანობის პროგნოზების შესახებ. ზოგიერთი გამოცემა სხვადასხვა ექსპერტზე დაყრდნობით წერს, რომ შესაძლოა, პანდემიის შედეგად მსხვერპლი 120 მილიონს გაუტოლდეს, სხვანი იხსენებენ, როგორ გვაშინებდნენ ფრინველის გრიპით თუ ატიპური პნევმონიით, მაგრამ ყველაფერი არც ისე საშიში აღმოჩნდა. DIE PRESSE (ავსტრია). ჟურნალისტი ჰელმუტ ჰეტცელი ახალი დაავადების, ე. წ. თხის გრიპის შესახებ გვატყობინებს, რომელიც ნიდერლანდებს მოედო: "ნიდერლანდებში პანიკაა. ამ ქვეყნის მცხოვრებნი უკვე არა ღორის, არამედ თხის გრიპს უფრთხიან,  რომელიც უშუალოდ ცხოველისგან ადამიანს გადაეცემა. ამ დაავადებით უკვე 2300 ადამიანია დაავადებული. დაფიქსირებულია სიკვდილის 6 შემთხვევა... თხის გრიპის ეპიდემიამ ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთი პროვინციები მოიცვა. დაავადების სიმპტომებია: ყელის, თავისა და ქვედა კიდურების ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და დაღლილობის შეგრძნება..." 2009 წლის 12 დეკემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა H1N1 ვირუსის თაობაზე პრესკონფერენცია გამართა: "მართალია, ეპიდემიის ზღვარზე ვართ (საქართველოში ამ დროისთვის დაფიქსირდა გრიპისა და ზოგადად რესპირატორული დაავადებების 40 000 შემთხვევა), მაგრამ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ბაღებისა და სკოლების დახურვა არ იგეგმება. ჯანდაცვის სისტემა მობილიზებულია და ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატების საკმარისი მარაგია... მოსახლეობას მოვუწოდებ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ პოლიკლინიკებს და ექიმების დანიშნულებას დაემორჩილონ".


ბოლო მონაცემებით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ღორის გრიპით დაავადების 1113 შემთხვევა, გარდაცვლილია 14 კაცი. "ოჯახის მკურნალი" გთავაზობთ იმ პროფილაქტიკური საშუალებების ჩამონათვალს, რომლებიც ამ დაავადების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ: არ შეეხოთ ცხვირსა და პირს; ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან ხელების გასუფთავებისთვის გამოიყენეთ სპირტის შემცველი ანტისეპტიკური საშუალებები (განსაკუთრებით სავარაუდოდ დაბინძურებულ გარემო ობიექტებთან და ცხვირ-პირთან შეხების შემდეგ); მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ ან იმათთან, რომლებსაც ავადმყოფური გამომეტყველება აქვთ და ახველებენ ან აცემინებენ; ეცადეთ, იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, - კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ სასარგებლო საკვები, იყავით ფიზიკურად აქტიურები; თუ ავად არ ხართ, ნიღბის გამოყენება საჭირო არ არის; თუ ავადმყოფს უვლით, მჭიდრო კონტაქტისას ცხვირსა და პირზე აიფარეთ ნიღაბი, რომელიც შემდეგ უნდა განადგურდეს; კონტაქტის შემდეგ აუცილებლად დაიბანეთ ხელები; ერთჯერადი ნიღბის განმეორებით გამოყენება არ შეიძლება, იგი მოხსნისთანავე უნდა განადგურდეს; თუ ავად ხართ  და მგზავრობის გადადება არ ძალგიძთ, სახე დაიფარეთ ნიღბით; ხველების დროს სახე დაიფარეთ ცხვირსახოცით, ერთჯერადი ქსოვილით (ხელსახოცი), ეს უკანასკნელი აუცილებლად უნდა განადგურდეს; თუ ხელთ არაფერი გაქვთ, ხველის ან ცემინების დროს სახე დაიფარეთ იდაყვის სახსარში მოხრილი წინამხრის ზედა მესამედით; თავშეყრის ადგილას პირსა და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი, რათა თქვენს მიერ არ მოხდეს დაინფიცირებული წვეთების გაფრქვევა, რომელსაც გამოყოფთ ხველის, ცემინების ან ლაპარაკის დროს; ექიმის გარეშე არ მიიღოთ ანტივირუსული პრეპარატები; სიცხის დასაწევად არ იხმაროთ ისეთი პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ასპირინს; სანამ საწინააღმდეგო რჩევას არ მიიღებთ ექიმისაგან, არ შეწყვიტოთ ბავშვის ძუძუთი კვება; დაავადების დროს დაიცავით წოლითი რეჟიმი სიმპტომების სრულ გაქრობამდე, ნუ ივლით სამსახურში, დაიცავით თქვენი თანამშრომლები დაავადების გადადებისაგან; მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე... ექსპერტები და სპეციალისტები ინფექციის მეორე, თუმცა შედარებით ნაკლები სიძლიერის ტალღას ელოდებიან, მანამდე კი ჩვენ ჯერ კიდევ ვცოცხლობთ და ველოდებით, რა იქნება ხვალ, ვუსმენთ საინფორმაციო გამოშვებებს და შიშით დავდივართ ქალაქის ქუჩებში.

 



გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
კვლევის შემაჯამებელი შედეგების მიხედვით, ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი ამცირებს კორონავირუსით
ქიმიის დარგში, ნობელის პრემიის ლაურეატი, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ ლევიტი თვლის,
საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან დაკავშირებული იურიდიული და პოლიტიკური პრობლემების სპეციალისტი ალექსანდრა ფელანი,
"26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! 1991 წელს, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სამშობლო
ჰაერი სუფთავდება ყველა ქვეყანასა და კონტინენტზე. ნიუ-იორკში საგზაო მოძრაობის დონე გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით
როგორც სააგენტი ღეუტერს იტყობინება, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყანაში იმ უცხოელების შესვლა აკრძალა,
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად