მეცნიერებმა დაასახელეს, როგორ შეიძლება COVID-19-ის მიმართ "ზეადამიანური" იმუნიტეტის მიღება
მის ორგანიზმში წარმოიქნება ინფექციის ახალი შტამების მიმართ უფრო ეფექტური ანტისხეულები. ამის შესახებ ა.შ.შ-ს როკფელერის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, წერს თჰე თელეგრაპჰ.
კვლევის ავტორების განმარტავენ, რომ Pfizer ან Moderna-ს ორი დოზა, ინფექციის გადატანის შემდეგ, ორგანიზმში პროვოცირებს დიდი რაოდენობით ანტისხეულების გამომუშავებას. სპეციალისტები ამგვარ იმუნიტეტს უწოდებენ "ზეადამიანურს" ანუ "ჰიბრიდულს".
ამ პაციენტებში გამოვლენილი ანტისხეულები ეფექტური აღმოჩნდა კორონავირუსის ექვსი მუტაციის, მათ შორის დელტასა და ბეტას წინააღმდეგ. აღნიშნული ანტისხეულები ასევე გაუმკლავდნენ სპეციალურად, რამდენიმე შტამის ერთობლიობით, ლაბორატორიულად შექმნილ მუტაციასაც. ახლახანს კოვიდგადატანილთა ან ვაქცინირებულთა ანტისხეულები ამ ინფექციას ვერ გაუმკლავდა.
ეს ვარაუდი შეიძლება იყოს იმ კითხვაზე პასუხი, რატომ ავადობენ COVID-19-ზე ადრე ვაქცინირებული ადამიანები- წერს თჰე თელეგრაპჰ.
აშშ-ში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC) აგვისტოში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, კენტუკის შტატის მაცხოვრებლები, რომელთაც აიცრნენ კორონავირუსით დაავადების შემდეგ, 2,3-ჯერ ნაკლებად იყვნენ განმეორებით დასნებოვნების რისკის ქვეშ.
მონაცემები მეტყველებს იმასზე, რომ ადამიანებში, რომლებმაც გადაიტანეს SARS-CoV-2 ვირუსი, სრული ვაქცინაცია უზრუნველყოფს განმეორებითი დასნებოვნებისაგან დამატებით დაცვას.
ამერიკელმა ექსპერტებმა ასევე დაადგინეს, რომ ვაქცინაციამ შეიძლება გააძლიეროს ადამიანის იმუნური პასუხი კორონავირუსის იმ შტამზედაც კი, რომლითაც ის დასნებოვნებული არ ყოფილა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას ყველას მოუწოდებს, მათ ვინც გადაიტანეს COVID-19, და მათაც, ვისაც ვირუსი ჯერ არ შეხებია.
ცალკეული ქვეყნების მთავრობები კოვიდგადატანილებს ერთი დოზით აცრას ურჩევენ. ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) ერთი აცრით შემოიფარგლა მათთან, ვისაც უკვე გადატანილი აქვს COVID-19. ასეთ მიდგომის რეკომენდაციას იძლევა ევროკავშირის ცხრა ქვეყანა. მათ შორის: საფრანგეთი, იტალია და გერმანია.