/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სტრეპტოკოკური ინფექცია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში - ნაზოფარინგიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სტრეპტოკოკური ინფექცია 6 თვემდე ასაკის ბავშვებში - ნაზოფარინგიტი

- რა ნიშნებით იჩენს თავს სტრეპტოკოკური ინფექცია?

- GAS-ს(ყველაზე საშიშია A  ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი) - ახასიათებს მრავალფეროვანი გამოვლინება, ძლიერ მსუბუქი ფორმებიდან დაწყებული, მძიმე სეფსისური მიმდინარეობით დამთავრებული. კლინიკური სურათი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ასაკი და იმუნური სტატუსი. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით უფრო ადვილია მისი დიაგნოსტიკა. საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 7 დღემდე გრძელდება. სტრეპტოკოკური ინფექცია შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადგილობრივი, ასევე გენერალიზებული ფორმებით. ადგილობრივ ფორმებს მიეკუთვნება ანგინა, რინიტი, ფარინგიტი, ოტიტი, სინუსიტი, ადენოიდიტი და სხვა.

ეს ფორმები ვითარდება სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების ფონზე და მათ გართულებად მიიჩნევა, ისევე, როგორც ლარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პიელიტი, ნეფრიტი და სხვა. დაავადების ყველა ფორმისთვის დამახასიათებელია სწრაფი გამოვლინება პირველადი ანთებითი კერების ლოკალიზაციით, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდებით, სხვადასხვა ინტენსივობის ტემპერამენტული რეაქციით და სისხლში მიმდინარე ცვლილებებით - ლეიკოციტების, ედს-ის მომატებით.

- დამოკიდებულია თუ არა სტრეპტოკოკური ინფექციის გამოვლინება ბავშვის ასაკზე?

- სტრეპტოკოკური ინფექცია 6 თვემდე, ჩვეულებრივ, ვლინდება ნაზოფარინგიტის სახით. ამ დროს აღინიშნება:

ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან;

ნესტოების ირგვლივ კანის აქერცვლა;

არარეგულარული ტემპერატურული რეაქციები.

მწვავე პერიოდი ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ ცხვირის გაღიზიანებამ და ცხვირით სუნთქვის გაძნელებამ (გაგუდვა) შესაძლოა რამდენიმე კვირა გასტანოს. სამიდან თორმეტ წლამდე დაავადება სუბფებრილური ტემპერატურით იწყება. საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები საშუალოდ არის გამოხატული. ზოგჯერ ვითარდება ნაზოფარინგიტი ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენით. კისრის ლიმფური კვანძები გადიდებულია, რბილი.

სტრეპტოკოკური ანგინისთვის (ტონზილოფარინგიტისთვის) დამახასიათებელია მოთეთრო ნადები ნუშურებზე ალისფერი ხახის ფონზე. შესაძლოა, გართულდეს სინუსიტით, ოტიტით და სხვა. დაავადება გრძელდება 4-დან 8 კვირამდე, ზოგჯერ იღებს მორეციდივე ხასიათს.

იმპეტიგოს ახასიათებს კანის ზედაპირული ჩირქოვანი დაზიანება, ფუფხი. შესაძლოა ჰიპერემიული კანის ფონზე გაჩნდეს მრგვალი, მწებავი ქარვისფერი ფუფხის მქონე 1-2მმ დიამეტრის გარდამავალი ვეზიკულური (შიგთავსიანი) გამონაყარი. შეინიშნება მახლობელი ლიმფური ჯირკვლების გადიდება.