არის თუ არა აუცილებელი ამ ეტაპზე ბუსტერ-დოზა? - რას ფიქრობენ მეცნიერები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა აუცილებელი ამ ეტაპზე ბუსტერ-დოზა? - რას ფიქრობენ მეცნიერები

კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობა იმდენად მაღალია, რომ პანდემიის ამ ეტაპზე, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლის სტატია გამოქვეყნდა The Lancet- ში. რევაქცინაციის ნაცვლად, ექსპერტებმა  იმ ქვეყნების ხელისუფლებას, სადაც ბუსტერული დოზები კეთდება,  მოუწოდეს არსებული ვაქცინების იქითკენ მიმართვა, "სადაც ისინი ყველაზე სასარგებლო იქნება".

მკვლევარებმა - მათ შორის ჯანმო -ს ექსპერტებმა - განიხილეს რანდომიზებული კლინიკური კვლევების არსებული მონაცემები, რომლებიც გამოქვეყნდა  სამეცნიერო ჟურნალებში. ისინი აჩვენებენ, რომ ჩOVID-19 ვაქცინები კვლავაც ეფექტურია დაავადების მძიმე მიმდინარეობის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის SARS-CoV-2 ახალი ვარიანტების შემთხვევაში.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვაქცინაცია შემთხვევების 95 პროცენტში გვიცავს დელტა და ალფა შტამებით გამოწვეული მძიმე დაავადების განვითარებისაგან.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ  იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებლები, მთავარი რისკის ჯგუფად და ინფექციის ძირითად გადამტანებად  რჩებიან არავაქცინირებული ადამიანები.

კვლევის წამყვანი ავტორის, ჯანმო -ს კვლევისა და განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ანა-მარია ენაო-რესტრეპოს  თქმით, ბუსტერ დოზის სარგებელი არ აჭარბებს არავაქცინირებულთა ვაქცინაციის სარგებელს. მათი გამოყენების შემთხვევაშიც კი, ჯერ უნდა დადგინდეს, თუ სად გადაწონის მათი გამოყენება არსებულ რისკებს.

გარდა ამისა, მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ კორონავირუსის ვარიანტებს ჯერ არ განუვითარებიათ იმუნოლოგიური მეხსიერებისგან თავის დაღწევის უნარი. თუ ვირუსის ახალი ვარიანტები ამას მოახერხებს, მაშინ სპეციალურად მათთვის შექმნილი ბუსტერები ეფექტური იქნება მათ წინააღმდეგ.