ვინ და რატომ აცრეს საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით - რას ამბობს პაატა იმნაძე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ და რატომ აცრეს საქართველოში ვაქცინის მესამე დოზით - რას ამბობს პაატა იმნაძე?

ვინც მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად ან სამკურნალოდ, ოღონდ ამ ადამიანებს ბუსტერს არ უკეთებენ. უბრალოდ, ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც არ ცნობენ სინოფარმს, ამ ვაქცინით აცრილ ადამიანებს, - რომლებიც სასწავლებლად ან სამკურნალოდ მიდიან, ძირითადად გერმანიაზეა ლაპარაკი, - იმუნიზაციის საბჭოს ნებართვით, მიეცათ უფლება, რომ გაიკეთონ ფაიზერი, რათა წავიდნენ საზღვარგარეთ.

- ამისთვის დარეგისტრირება როგორ ხდება?

- სამინისტროში იწერება განცხადება, რომელსაც აუცილებლად უნდა მოაყოლონ ოფიციალური ქაღალდი, რომ ამის გარეშე არ შეუშვებენ ქვეყანაში, სადაც მიდიან.

- დიდი ხანია ეს მოქმედებს?

- ეს მოქმედებს ზაფხულიდან. ბუსტერ დოზის გაკეთება ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო, სადაც გავიდა 8 თვე ორჯერადად აცრიდან.

- თუმცა, ვინც წერს სოციალურ ქსელში მესამედ ავიცერითო, იქ თარიღიც აქვთ მითითებული - ორჯერადად აცრის შემდეგ დაახლოებით 2 თვე იყო გასული მესამე აცრამდეო.

- ვერ გამიგეთ. ეს ადამიანები ბუსტერ დოზით კი არ აცრეს, არამედ მესამედ აცრეს ფაიზერით, იმიტომ რომ სასწავლებლად ან სამკურნალოდ მიდიოდნენ და ისე არ შეუშვებდნენ იმ ქვეყანაში, სადაც მიდიოდნენ. ამიტომ მივეცით უფლება, რომ არ დარჩნენ ქართველი ბავშვები, ვინც მიდის საზღარგარეთ, განათლების გარეშე.

არ გვინდოდა ამის მიზეზი გამხდარიყო ის, რომ ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული, ან კიდევ სამკურნალოდ რომ მიდის ადამიანი, ხომ არ ეტყვი, - ვერ წახვალო.

წაიკითხეთ სრულად