ის მოსიყვარულე წყვილი აცრილი რომ ყოფილიყო, ასეთი ტრაგედია არ დატრიალდებოდა.... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ის მოსიყვარულე წყვილი აცრილი რომ ყოფილიყო, ასეთი ტრაგედია არ დატრიალდებოდა....

"ვარ ექიმი-რეანიმატოლოგი, 3 არასრულწლოვანი შვილის დედა. ჩვენი კლინიკა პირველივე დღიდან კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი ეპიცენტრია. 2 წელია, ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე ვართ. კი, ფიზიკურად დავიღალეთ, მაგრამ ემოციური ფაქტორი უფრო მძიმეა...

ერთი ხანდაზმული წყვილი არასდროს დამავიწყდება - პალატაში ერთად იწვნენ და სულ ერთმანეთს შესციცინებდნენ. ჯერ ცოლი იყო მძიმედ, თუმცა მოგვიანებით, უკვე მამაკაცის მდგომარეობა გართულდა და მისი რეანიმაციაში გადაყვანა მოგვიხდა... სანამ შეეძლოთ, ერთმანეთით ცხოვრობდნენ, შემდეგ - ვეღარ... მეუღლის გარდაცვალების შესახებ ცოლმა მხოლოდ საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ შეიტყო… მანამდე ვერ ვუთხარით, გამოსაჯანმრთელებლად იმედი და ძალა სჭირდებოდა. პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაც გვიწევს, რომ არ დანებდნენ და იბრძოლონ...

მათ ისე უყვარდათ ერთმანეთი, ისე ამხნევებდნენ ერთმანეთს, მეგონა, ვერაფერი დააშორებდათ...

ასეთი ვერაგია ეს ვირუსი - ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მაშინ დავმარცხდით და თითქოს ჩემშიც რაღაც გატყდა, სამუდამო დაღი დამასვა...

თითოეული დაკარგული პაციენტი დიდი ტკივილია, კრიტიკული პაციენტის გამოჯანმრთელება - ორმაგი სიხარული და სტიმული.

ახლა სულ იმას ვფიქრობ, ის მოსიყვარულე წყვილი აცრილი რომ ყოფილიყო, ასეთი ტრაგედია არ დატრიალდებოდა.... მას გადავარჩენდით...

ამიტომ გთხოვთ, თქვენი საყვარელი ადამიანების გულისთვის, დაიცავით რეგულაციები, ჩაიტარეთ ვაქცინაცია, გაუფრთხილდით ერთმანეთს! ერთად გავუმკლავდეთ!"

"ერთად გავუმკლავდეთ!"- ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან ომის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

"კოვიდთან მებრძოლები" და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - "ერთად გავუმკლავდეთ" კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

#ერთადგავუმკლავდეთ