თებერვლისთვის აფრიკა ვაქცინათა 30%-ს მიიღებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თებერვლისთვის აფრიკა ვაქცინათა 30%-ს მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ(WHO) და მისმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ თებერვლისთვის აფრიკის ქვეყნები ვაქცინათა საჭირო რაოდენობის 30%-ს მიიღებენ.

5.7 მილიარდი ვაქცინის დოზა ჯერჯერობით მხოლოდ მსოფლიოს 10 მდიდარ ქვეყანაშია განაწილებული.

კოვაქს პლატფორმა მდიდარ ქვეყნებს თხოვნით მიმართავს, რომ თავიანთი ვაქცინები გაუნაწილონ სხვა ქვეყნებსაც.

კოვაქსი ელოდება, რომ მსოფლიო მოსახლეობისთვის 2021 წლის ბოლომდე 1.4 მილიარდი ვაქცინის დოზა იქნება ხელმისაწვდომი, რაც თავდაპირველ რიცხვთან შედარებით, რომელსაც ისინი ვარაუდობდნენ მეოთხედით არის ნაკლები.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს გებრეისუს განცხადებით, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების საკითხი მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის აღარ წარმოადგენს პრობლემას და ეს „გადაჭრილი საკითხია“.

მან ფარმაცევტულ კომპანიებს თხოვნით მიმართა, რომ გაავრცელონ ვაქცინები გლობალურად.

ტედროსმა მოითხოვა ჯანმრთელი ადამიანებისთვის დამატებითი, „ბუსტერ“ დოზების გამოყენების გადავადებაც 2021 წლის ბოლომდე.

როგორც ჩანს, მდიდარმა ქვეყნება ჯანმოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინეს. გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ ის შესთავაზებს „ბუსტერ“ დოზებს 50 წელს ზემოთ ასაკის პირებს, ისევე როგორც ახალგაზრდა „დაუცველ“ პირებს. დიდ ბრიტანეთს შეუერთდნენ ისრაელი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებმაც უკვე დაიწყეს დამატებითი დოზების გამოყენება.

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ამ კვირაში განიხილავს ამერიკელი მოსახლეობისათვის ბუსტერ დოზების მიღების საკითხს.

ბუსტერ დოზების მიწოდება აფრიკის ქვეყნებისთვის საკმაოდ დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

აფრიკის კავშირის წარმომადგენლებს სურთ, რომ კოვიდ19-ის ვაქცინის ექსპორტის შეზღუდვები და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები მოიხსნას, რათა აფრიკაში ვაქცინების წარმოება იყოს შესაძლებელი.

ჯანმო და მისი პარტნიორები განიხილავენ ამ საკითხს, რომ სამხრეთ აფირიკაში გაიხსნას ცენტრი, რომელსაც ფაიზერის და მოდერნას ვაქცინების დამზადება შეეძლება.

თუმცა, არც ერთი კომპანია არ დათანხმებულა ვაქცინის რეცეპტის გაზიარებაზე და ისინი არანაირ მითითებებს არ გასცემენ, თუ როგორ უნდა გაკეთდეს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.