ქოშინი, ხმისა და ყლაპვის პრობლემები - სუნთქვის ტექნიკა, რომელიც კოვიდის შემდგომ რეაბილიტაციაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქოშინი, ხმისა და ყლაპვის პრობლემები - სუნთქვის ტექნიკა, რომელიც კოვიდის შემდგომ რეაბილიტაციაში დაგეხმარებათ

ის თანდათანობით უნდა გაქრეს, მას შემდეგ, რაც პაციენტი დაუბრუნდება ყოველდღიურ აქტივობას.

მაგრამ ვიდრე ეს სიმპტომი რჩება, ის საკმაოდ შემაწუხებელია.

არსებობს ქოშინის შემსუბუქების რამდენიმე მეთოდი:

მივიღოთ სწორი პოზა: მსუბუქად გადავიხაროთ, დავეყრდნოთ მუხლებს, ან დავწვეთ გვერდზე, მოვხაროთ მუხლებში ფეხები და თავქვეშ მოვათავსოთ ბალიში.

მეორე ვარიანტია სუნთქვის სპეციალური ტექნიკა: კონტროლირებადი და მეტრონომიზებული. პირველი მოდუნებასა და სუნთქვის კონტროლში დაგვეხმარება, მეორე –ქოშინის პროფილაქტიკაში, მაგალითად, კიბეზე ასვლისას.

კონტროლირებადი სუნთქვის ტექნიკა:

დაჯექით სწორად, ისე, რომ ზურგს ჰქონდეს კარგი საყრდენი;

ერთი ხელი მოათავსეთ გულმკერდზე, მეორე – მუცელზე;

დახუჭეთ თვალები და კონცენტრირდით სუნთქვაზე;

ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და ნელა ამოისუნთქეთ პირით;

მუცელზე მოთავსებული ხელი უფრო მაღლა უნდა ადიოდეს, მკერდზე მოთავსებულ ხელთან შედარებით;

შეეცადეთ ისუნთქოთ ნელა, თანაბრად, არ დაიძაბოთ.

მეტრონომიზებული სუნთქვის ტექნიკა:

შეისუნთქეთ საფეხურზე ასვლის წინ;

ასვლის მომენტში ამოისუნთქეთ;

უნდა შეისუნთქოთ ცხვირით, ამოისუნთქოთ პირით.

ეს ტექნიკა დაგეხმარებათ კიბეზე ამოსვლისას.

ხმა

ხმის პრობლემები, როგორც წესი, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის შემდეგ აღინიშნება. თუ ხმა ჩახლეჩილია ან სუსტია, ეს დისკომფორტის მომტანია, მაგრამ აღდგენისათვის აუცილებელია ლაპარაკი (თუ ეს არ იწვევს უსიამოვნო შეგძნებებს). თუ საუბრისას გრძნობთ დაღლას, შეისვენეთ, ქოშინის შემთხვევაში, ყურადღება სწორ სუნთქვაზე გაამახვილეთ.

არ იჩურჩულოთ, რადგანაც ამან შეიძლება გადაძაბოს სახმო იოგები. შეეცადეთ არ აუმაღლოთ ხმას და არ იყვიროთ.

ხმის დაძაბვა არ შეიძლება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩურჩული ცუდი იდეაა.

ყლაპვა

ჩვეულებრივ, ასეთი პრობლემა აღინიშნება ინტუბაციური მილის შეყვანის შემდეგ. სირთულე დაკავშირებულია ყლაპვის დროს მოქმედი კუნთის სისუსტესთან. გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ კარგი საკვები და მეტი სითხის მიღება.

ჭამისას სწორად დაჯექით

ჭამის შემდეგ დარჩით ვერტიკალურ მდგომარეობაში 30 წუთის განმავლობაში.

მიიღეთ სხვადასხვა კონსისტენციის პროდუქტი;

ჭამის დროს ნუ იჩქარებთ.