ივანე ჩხაიძე - არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ივანე ჩხაიძე - არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს

ივანე ჩხაიძე - არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია, რომ შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს
საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები და 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში უნივერსალური ვაქცინაცია დავუშვათ, - ამის შესახებ "კვირას" პრესკლუბში "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის რეკომენდაციით, საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკ ჯგუფებში უნდა დაიწყოს.

„საქართველოს 2 გზა აქვს, ან ჯანმოს რეკომენდაციის შესაბამისად წავიდეს, ან მოვიქცეთ ისე, როგორც ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკა, კანადა და აშშ - უნივერსალური ვაქცინაცია
დავუშვათ 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნულ ჯგუფს აქვს რეკომენდაცია და ეს რეკომენდაცია, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ საქართველოში ვაქცინაცია 12-დან 15 წლამდე ასაკის რისკის ჯგუფებში დავიწყოთ. ესენი ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან და ამ პაციენტების რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა.

აქვე მინდა დავამატო, რომ აშშ სავარაუდოდ, ნოემბრისთვის მიიღებს ვაქცინაციას 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებშიც. ჩვენ ცოტათი ჩამოვრჩებით ამ ტემპს, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები კორონავირუსის ძირითად სამიზნეს არ წარმოადგენენ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, ჩხაიძემ ორსულებთან მიმართებით კორონავირუსის საფრთხესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფეხმძიმეებს, როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.

„ორსულები პრიორიტეტული ჯგუფია და მათში როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს. არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად