/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჯანდაცვის სამინისტრომ პლატფორმა Covidpass.moh.gov.ge შექმნა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანდაცვის სამინისტრომ პლატფორმა Covidpass.moh.gov.ge შექმნა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი

Covidpass.moh.gov.ge შექმნა, რომლის მეშვეობითაც როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ. კერძოდ, Covid-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ.

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე დღეს პლატფორმას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს გააცნობს. ფერაძის თქმით, ბიზნესოპერატორების მხრიდან აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა, ხოლო წარმატებით დანერგვის შემთხვევაში საბჭო დამატებით იმსჯელებს.

"ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულია სპეციალური აპლიკაცია ე.წ. კოვიდსაშვი, რომელიც ბიზნეს სუბიექტებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ თავიანთი ვიზიტორის კოვიდ სტატუსი. ეს მათ საშუალებას მიცემთ განისაზღვროს „მწვანე ზონები“ და „მწვანე ზონისთვის“ არ გამოვრიცხავ, რომ ვიმსჯელოთ და საბჭოს რეკომენდაცია წარვუდგინოთ და განსხვავებული პროტოკოლი იყოს დაწესებული.

მოგეხსენებათ, რომ დახურულ სივრცეში 6 ადამიანის დაშვებაა ნებადართული პროტოკოლიით, მაგრამ თუ „მწვანე ზონა“ იქნება არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს და პროტოკოლის მოთხოვნა არ იყოს ასეთი ობიექტების მიმართ. ჩვენ პირველ ეტაპზე ვხდებით რესტორატორებს და ეტაპობრივათ დაიწყება სხვადასხვა სექტორთანაც შეხვედრები და გავაცნობთ აპლიკაციას. პირველ ეტაპზე ეს იქნება სარეკომენდაციო ხასიათის, ხოლო წარმატებით დანერვის შემთხვევაში საბჭო იმსჯელებს დამატებით. პორტალი ითვალისწინებს რამდენიმე მიმართულებას, რომ ადამიანს მიენიჭოს „მწვანე სტატუსი“. ეს არის ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანი, ასევე ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR კველვა, ბოლო 24 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტი ან ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი კოვიდ ინფექცია. თუ აქედან, რომელიმეზე ბაზაში არის რეგისტრირებული, სპეციალური აპლიკაცია მას გაამწვანებს. პორტალი დღეიდან არის ამოქმედებული, აპლიკაცია კი უახლოეს პერიოდში იქნება. აბსოლუტურად ყველა ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა სარეკომენდაციო ხასიათით ეს პორტაილი დანერგონ, ხოლო როცა საბჭოს წარვუდგენთ, ვიმსჯელებთ სხვა მექანიზმებზე", - განაცხადა ფერაძემ.