ტაილანდში კოვიდის გამოვლენას ოფლის ანალიზით ცდილობენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტაილანდში კოვიდის გამოვლენას ოფლის ანალიზით ცდილობენ

რომელიც იღლიისქვეშა მიდამოს ოფლის ანალიზის საშუალებით, სწრაფად და ზუსტად ავლენს კორონავირუსით დასნებოვნებულს.

როგორც ერთერთი ავტორი ჩადინ კულსინგი აცხადებს, ინფიცირებულების ოფლი შეიცავს სპეციფიკურ ქიმიურ ნივთიერებებს და გააჩნია განსაკუთრებული სუნი, რომელსაც გამოჰყოფენ გარკვეული ბაქტერიები.

კულსინგმა და მისმა კოლეგებმა მოახდინეს უკვე არსებული მოწყობილობის ადაპტაცია, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება გარემოში ტოქსიკური ნივთიერებების გამოსავლენად. თავად პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: თავდაპირველად ადამიანი 15 წუთის განმავლობაში იღლიის ქვეშ ითავსებს სტერილურ ბამბის ჩხირს, რომ ის რაც შეიძლება კარგად გაიჟღინთოს ოფლით. შემდეგ ჩხირს ათავსებენ მინის ჭურჭელში, საიდანაც სუნის ნიმუში ვაკუუმის შლანგის საშუალებით, წნევის ქვეშ, ხვდება გაზოანალიზატორში. 30 წმ-ში შედეგი მზადაა.

მეცნიერებმა უკვე გამოსცადეს მოწყობილობა მაღაზიების მფლობელებსა და ბანგკოკის ბაზარში გარე მოვაჭრეებზე. მოწყობილობამ აჩვენა 95%-იანი სიზუსტე.

კუსლინგი და მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ ეს მეთოდი ხელმისაწვდომი ალტერნატივა გახდება უფრო ძვირი, ლაბორატორიული მოწყობილობების საჭიროების მქონე და ინვაზიური PCR-ტესტებთან შედარებით. კვლევის მონაწილეები იღლიისქვეშა ტესტირებას დადებითად შეხვდნენ, რადგანაც ბამბის ჩხირის იღლიის ქვეშ მოთავსება გაცილებით უფრო ნაკლები დისკომფორტის მომტანია, ვიდრე ჩხირის ნესტოში ღრმად შერჭობა.