ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღწევადია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა, მათ „უფრო მეტის ამბიცია აქვთ“ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღწევადია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა, მათ „უფრო მეტის ამბიცია აქვთ“

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღწევადია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა, მათ „უფრო მეტის ამბიცია აქვთ“
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიღწევადია, რომ წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრას, თუმცა, მათ „უფრო მეტის ამბიცია აქვთ“.

როგორც ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეყანაში დღიურად 30 000-45 000-მდე აცრა უნდა ჩატარდეს.

„აგვისტოში გვქონდა 23 ათასი საშუალო დღიური აცრა. მთელ აგვისტოში ჩატარდა 715 000 აცრა. ჩვენი გეგმის მინიმუმია, რომ იგივე მაჩვენებელზე ვიყოთ სექტემბერ-ოქტომბერ-ნომებერში, მაშინ ეს 60%-იანი გეგმა მიღწევადია. ჩვენ უფრო მეტის ამბიცია გვაქვს, არა 60%, არამედ მეტი.

ხშირად ვაჟღერებ ამას, რომ ძალიან გვინდა
სექტემბერში დღეში იყოს არა 23 000 არამედ 30 000-45 000, თუ იქნა ამ თვალსაზრისით ძლიერი დამყოლობა. დაიწყო ლატარია, მუშაობა მიმდინარეობს, რომ წახალისებები იყოს ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის, შესაძლებელი იქნება წახალისების სხვა მეთოდები იქნეს შემოტანილი, რომ როგორმე ჩვენი დღიური აცრის მაჩვენებელი 30 000-ზე ავიდეს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

როგორც მან აღნიშნა, რესპირაციული ვირუსული ინფექციები ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დაიწყება, დაავადებათა კონტროლის ცენტის პროტოკოლის თანახმად კი შესაძლებელი იქნება კორონავირუსის და გრიპის ვაქცინა ერთდროულად გაკეთდეს.

„მალე ალბათ, გრიპის საწინააღმდეგო აცრებს დავიწყებთ, ეს იქნება რისკ ჯგუფებზე, როგორც იყო. თუ სხვა აცრებს შორის 14 დღიანი ინტერვალი უნდა იყოს კოვიდთან, CDC-ს ახალი პროტოკოლია, რომ კორონავირუსის და გრიპის ერთდროულადაც გაკეთდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ოქტომბერში რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რომ სერიოზული იმუნური ფენით შევხვდეთ ცივ სეზონს. ეს გაგრძელდება, აცრები არც დეკემბერში დასრულდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა აიცრას ქვეყანაში“,- აღნიშნავს გამყრელიძე.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად