ამირან გამყრელიძე - შევისწავლეთ 332 სკოლა მაღალმთიან რეგიონებში, მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1,08% გვქონდა, რაც დაბალია და კარგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - შევისწავლეთ 332 სკოლა მაღალმთიან რეგიონებში, მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1,08% გვქონდა, რაც დაბალია და კარგია

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% პროცენტი კორონავირუსის ერთი დოზით აცრილია.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განმარტა, კერძო სკოლების პედაგოგებიდან ერთი დოზით 64%-ია აცრილი.

„საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ, ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია 33%, პედაგოგების მინიმუმ, ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თბილისში, 70%“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით, მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში 10 000 მოსწავლე და 6 700 პედაგოგი შეისწავლეს, საიდანაც ბავშვებში ინფიცირების 1,08% იყო.

„ეს გვაქვს დათვლილი ამ ეტაპზე, მაღალმთიან სკოლებთან მიმართებაში, სადაც დააანონსებულია, რომ სწავლა 4 ოქტომბერს უნდა აღდგეს, ჩვენ ცალკე შევისწავლეთ კიდევ 332 მაღალმთიანი სკოლა, დაახლოებით, 10 000 მოწაფით და 6 700-მდე პედაგოგ-მასწავლებლითა და ადმინისტრაციული პერსონალით, 1,08% გვქონდა დაინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში, ანუ მოსწავლეებში, რაც დაბალია და კარგია. ასევე ბოლო 6 თვეში, 415 პედაგოგია, აქედან 6%- საერთო შესწავლისა იყო დაინფიცირებული და 25% ამ სკოლებში პედაგოგებისა იყო აცრილი, ამას ვითვლით“, - განაცხადა გამყრელიძემ.