ამირან გამყრელიძე - შევისწავლეთ 332 სკოლა მაღალმთიან რეგიონებში, მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1,08% გვქონდა, რაც დაბალია და კარგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ამირან გამყრელიძე - შევისწავლეთ 332 სკოლა მაღალმთიან რეგიონებში, მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1,08% გვქონდა, რაც დაბალია და კარგია

ამირან გამყრელიძე - შევისწავლეთ 332 სკოლა მაღალმთიან რეგიონებში, მოსწავლეებში დაინფიცირების მაჩვენებელი 1,08% გვქონდა, რაც დაბალია და კარგია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% პროცენტი კორონავირუსის ერთი დოზით აცრილია.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამყრელიძემ განმარტა, კერძო სკოლების პედაგოგებიდან ერთი დოზით 64%-ია აცრილი.

„საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% მინიმუმ, ერთი დოზით არის აცრილი, სრულად აცრილია 33%, პედაგოგების მინიმუმ, ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თბილისში, 70%“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განმარტებით,
მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში 10 000 მოსწავლე და 6 700 პედაგოგი შეისწავლეს, საიდანაც ბავშვებში ინფიცირების 1,08% იყო.

„ეს გვაქვს დათვლილი ამ ეტაპზე, მაღალმთიან სკოლებთან მიმართებაში, სადაც დააანონსებულია, რომ სწავლა 4 ოქტომბერს უნდა აღდგეს, ჩვენ ცალკე შევისწავლეთ კიდევ 332 მაღალმთიანი სკოლა, დაახლოებით, 10 000 მოწაფით და 6
700-მდე პედაგოგ-მასწავლებლითა და ადმინისტრაციული პერსონალით, 1,08% გვქონდა დაინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში, ანუ მოსწავლეებში, რაც დაბალია და კარგია. ასევე ბოლო 6 თვეში, 415 პედაგოგია, აქედან 6%- საერთო შესწავლისა იყო დაინფიცირებული და 25% ამ სკოლებში პედაგოგებისა იყო აცრილი, ამას ვითვლით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად