ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი

ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვისთვისაა კორონავირუსის ტესტი უფასო და ვისთვის - ფასიანი.

როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღეში საშუალოდ 38-40 ათასი ტესტი კეთდება და აქედან ფასიანი მხოლოდ 3-5%-ია. მისი თქმით, ვისთვისაც ტესტირება უფასო იყო, კვლავ ასე რჩება და ამის შესახებ დადგენილების შეცვლა ჯერჯერობით არავის მოუნდომებია.

„არაფერი შეცვლილა. მთავრობის 975-ე განკარგულებაა, რომელიც განსაზღვრავს, ვისთვისაა ტესტირება უფასო და ვისთვის - ფასიანი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 38 ათასიდან 40 ათასამდე, აქედან
ფასიანი არის 3-5%. დანარჩენი არის სახელმწიფოს ხარჯზე. ანუ, ექიმებს ეკუთვნის ორ კვირაში ერთხელ, ზოგიერთი პროფილის ექიმს კვირაში ერთხელ, პოლიციის, საბაჟოს თანამშრომლებს - ეს ყველაფერი ისევ სახელმწიფოს ხარჯზეა, ეს ყველაფრი არ შეცვლილა და ტესტების მარაგიც ქვეყანაში საკმარისია.

თუ ვინმეს უნდა ყოველ დღე გაიტესტოს, ისინი მიდიან და
თავის ხარჯით იტესტებიან, მაგრამ რაც დადგენილია სახელმწიფოს მიერ, ანუ ვისთვისაც უნდა იყოს ტესტირება უფასო ისევ უფასოა. არაფერი შეცვლილა და არც არავის მოუნდომებია ჯერჯერობით, რომ რამე შეეცვალა“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად