ამირან გამყრელიძე - ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ გაუმჯობესებისკენ სტაბილურ სვლას - აცრების გაზრდა, რეგულაციების დაცვა მოგვცემს საშუალებას, თანდათანობით დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამირან გამყრელიძე - ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ გაუმჯობესებისკენ სტაბილურ სვლას - აცრების გაზრდა, რეგულაციების დაცვა მოგვცემს საშუალებას, თანდათანობით დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს

თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას, გაუმჯობესებისკენ. ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სიკვდილიაობის მაჩვენებელი აღარ არის 60-80 თუმცა, მაინც მაღალი რჩება.

„გრძელდება სტაბილიზაციისკენ სვლა, ანუ, უმჯობესდება ეპიდსიტუაცია, ყველა მაჩვენებელი, მხედველობაში მაქვს, ახალი შემთხვევების რაოდენობა, დადებითობის პროცენტი, რეპროდუქციის ინდექსი 0.7%-ზეა ჩამოსული, დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5-6%-ს შორის არის, ბოლო 7 დღის და 14 დღის მყარად არის 8%-ის ქვემოთ ბოლო 1 თვის განმავლობაში, 10%-ს ჩამოცდა. ყველაზე მძიმე ინდიკატორი, რაც სიკვდილიანობაა, მართალია ბევრია ჯერ, 48 მაღალია, მაგრამ აღარ არის ის 60-70 და 80. ყველა ეს მაჩვენებელი დამშვიდებისკენ მიდის.

ჩვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ შევინარჩუნებთ ამ სტაბილურ სვლას, გაუმჯობესებისკენ. ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს. იცით, რომ ორშაბათობით გვაქვს ვარდნა, შაბათ-კვირას მიმართვიანობა ნაკლებია, სამშაბათს ცოტა მეტი იქნება, ეს ამ ერთი კვირის განმავლობაში იმერყევებს 1500-2500-ის ფარგლებში. აღარ არის 5000-6000, მაგრამ ქვეყნისთვის მაინც მაღალია“, - აღნიშნავს გამყრელიძე და დასძენს, რომ „45%-მდე გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რაც არაფერი არ არის“.

მან ვაქცინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათ აცრების მაჩვენებელი გავზარდოთ. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა აცრების ტემპი დავარდა.

„აცრების გაზრდა, რეგულაციების დაცვა ჩვენ მოგვცემს საშუალებას, რომ თანდათანობით დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს“,-აღნიშნავს გამყრელიძე.