კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება დამტკიცებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება დამტკიცებულია

ეს დაამტკიცეს არაკომერციული ორგანიზაციის Kaiser Permanente სპეციალისტებმა, რომლებმაც შეისწავლეს 6,2 მილიონი ადამიანის სამედიცინო ჩანაწერი.

კორონავირუსის ვარიანტები სულ უფრო და უფრო მეტი ხდება და რას მოგვიტანს შემდგომი ევოლუცია, ჯერჯერობით უცნობია.

კვლევაში წარმოდგენილია 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 26 ივნისამდე პერიოდში არსებული მონაცემები. ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე გაკეთებული იქნა მოხსენებები აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) საკონსულტაციო კომიტეტის იმუნიზაციასთან დაკავშირებულ ღია სხდომებზე.

ანალიზის მსვლელობისას შედარებული იქნა COVID-19-ის საწინააღმდეგო რნმ-ვაქცინით ვაქცინირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრიდან პირველი სამი კვირის და 3-6 კვირის განმავლობაში. შეფასება გაიარა ნებისმიერი რნმ-ვაქცინის პირველი დოზისთვის 6,2 მილიონმა ადამიანმა და მეორე დოზისთვის 5,7 მილიონმა ადამიანმა.

მკვლევარებმა შეისწავლეს 23 პოტენციური ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ შორის: ენცეფალიტი, მიელიტი, გიიენ-ბარის სინდრომი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ინსულტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ბელის დამბლა, აპენდიციტი, ანაფილაქსია და მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

შემდეგ მკვლევარებმა გამოიყენეს სტატისტიკური ანალიზი - იყო თუ არა აღნიშნულ პრობლემათა შემთხვევების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს ზემოთ, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული უარყოფითი შედეგების მაჩვენებელი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი მიზნობრივი მაჩვენებელი არ აღწევდა ზღვარს.