კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება დამტკიცებულია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება დამტკიცებულია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების უსაფრთხოება დამტკიცებულია
კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ისა და Moderna -ს რნმ-ვაქცინები ჯანმრთელობისთვის რაიმე სერიოზულ საშიშროებას არ წარმოადგენენ და უსაფრთხოა. ეს დაამტკიცეს არაკომერციული ორგანიზაციის Kaiser Permanente სპეციალისტებმა, რომლებმაც შეისწავლეს 6,2 მილიონი ადამიანის სამედიცინო ჩანაწერი.

კორონავირუსის ვარიანტები სულ უფრო და უფრო მეტი ხდება და რას მოგვიტანს შემდგომი ევოლუცია, ჯერჯერობით უცნობია.

კვლევაში წარმოდგენილია 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის 26 ივნისამდე პერიოდში არსებული მონაცემები. ზოგიერთი მათგანის შესახებ უკვე გაკეთებული იქნა მოხსენებები აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების (CDC) საკონსულტაციო კომიტეტის იმუნიზაციასთან დაკავშირებულ ღია სხდომებზე.

ანალიზის მსვლელობისას შედარებული იქნა COVID-19-ის
საწინააღმდეგო რნმ-ვაქცინით ვაქცინირებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა აცრიდან პირველი სამი კვირის და 3-6 კვირის განმავლობაში. შეფასება გაიარა ნებისმიერი რნმ-ვაქცინის პირველი დოზისთვის 6,2 მილიონმა ადამიანმა და მეორე დოზისთვის 5,7 მილიონმა ადამიანმა.

მკვლევარებმა შეისწავლეს 23 პოტენციური ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მათ შორის: ენცეფალიტი, მიელიტი, გიიენ-ბარის სინდრომი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები,
როგორიცაა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ინსულტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, ბელის დამბლა, აპენდიციტი, ანაფილაქსია და მულტისისტემური ანთებითი სინდრომი.

შემდეგ მკვლევარებმა გამოიყენეს სტატისტიკური ანალიზი - იყო თუ არა აღნიშნულ პრობლემათა შემთხვევების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს ზემოთ, რაც ჯანმრთელობისთვის სერიოზული უარყოფითი შედეგების მაჩვენებელი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ არც ერთი მიზნობრივი მაჩვენებელი არ აღწევდა ზღვარს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად