კორონავირუსით დასნებოვნების შიშის გამო, იაპონელ მამაკაცს ინფექციის სიმპტომები განუვითარდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კორონავირუსით დასნებოვნების შიშის გამო, იაპონელ მამაკაცს ინფექციის სიმპტომები განუვითარდა

დაწესებული იქნა საგანგებო მდგომარეობა. მამაკაცი უჩიოდა სუბფებრილურ ტემპერატურას (37,4) და დარწმუნებული იყო რომ კოვიდით დასნებოვნდა. მან მოითხოვა PCR-ტესტის გაკეთება. მას შემდეგ რაც ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, პაციენტი გაუშვეს სახლში. მეორე დღეს მამაკაცი ისევ მოვიდა კლინიკაში, და მოითხოვა სრული სამედიცინო კვლევის ჩატარება, რამაც დაადასტურა, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იყო. მამაკაცს დაუნიშნეს პარაცეტამოლი ტემპერატურის დასაწევად და გაუშვეს სახლში.

ექვსი დღის შემდეგ მამაკაცი ისევ გამოჩნდა კლინიკაში ჩივილით, რომ ტემპერატურამ აიწია 38,1-მდე და პარაცეტამოლით ვერ ხერხდებოდა მისი დაქვეითება. მეორეჯერ გაკეთებული PCR-ტესტის პასუხი ასევე იყო უარყოფითი, მაგრამ მამაკაცი სრულიად დარწმუნებული იყო რომ ინფიცირებული იყო და ტესტირების შედეგი იყო ცრუუარყოფითი. იგი კოვიდის სულ უფრო და უფრო მეტ სიმპტომის აღმოჩენას ახერხებდა, ყნოსვის დაკარგვისა და საერთო სისუსტის ჩათვლით.

ბოლოსდაბოლოს ექიმებმა მამაკაცს დაუნიშნეს ტრანკვილიზატორი, რომელიც ამ შემთხვევაში ეფექტური აღმოჩნდა- სხეულის ტემპერატურა სწრაფად, 12 საათის განმავლობაში მოვიდა ნორმაში. პაციენტს დაუსვეს დიაგნოზი "ფსიქოგენური ცხელება", რომელიც გამოწვეული იქნა კორონას გამო ირაციონალური შფოთვით. რატომ იწვევს სტრესი სხეულის ტემპერატურის მომატებას, ამის ბიოლოგიური მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია.