“ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი - არ მიმაჩნია, რომ „ბუსტერ“ დოზა ყველას სჭირდება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

“ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი - არ მიმაჩნია, რომ „ბუსტერ“ დოზა ყველას სჭირდება

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთ-ერთი შემქმნელი, პროფესორი დეიმ გილბერტი მიიჩნევს, რომ გაერთიანებულ სამეფოში ე.წ. „ბუსტერ“ კამპანიის ფართოდ დაწყება საჭირო არ არის, ვინაიდან სრულად ვაქცინირებული პირების უმრავლესობას იმუნიტეტი უნარჩუნდება.

„არ ვფიქრობ, რომ „ბუსტერით” აცრა ყველას სჭირდება. ვირუსი ვრცელდება ადამიანებს შორის, ის მუტაციას განიცდის, ადაპტირდება და ვითარდება, ისევე როგორც დელტას ვარიანტი. ჩვენ გვსურს რაც შეიძლება სწრაფად შევაჩეროთ ეს გავრცელება. სუსტი იმუნიტეტის მქონე და ხანდაზმული ადამიანები „ბუსტერ“ დოზას მიიღებენ, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გვჭირდება ყველას გაძლიერება. ადამიანთა უმრავლესობას იმუნიტეტი კარგად უნარჩუნდება,“- აღნიშნა პროფესორმა.

მისი
თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია აცრილი ვაქცინები მიიღონ.

ცნობისათვის, გაერთიანებული სამეფოს მედიცინისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტო (MHRA) აცხადებს, რომ „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების „ბუსტერ“ დოზის გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა ვაქცინაციისა და იმუნიზაციის ერთობლივ კომიტეტს (JCVI) ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაცია არ
გაუცია.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად