ერთად გავუმკლავდეთ კოვიდპანდემიას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ერთად გავუმკლავდეთ კოვიდპანდემიას

რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

"კოვიდთან მებრძოლები" და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - "ერთად გავუმკლავდეთ" კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.

ექთანი ლიზა მესხი:

"პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კოვიდგანყოფილებაში ვმუშაობ. როცა საქართველომ ამ ვირუსთან ერთად დაიწყო ცხოვრება, ჩემი შვილი 2 წლის და 5 თვის იყო. ურთულესი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები - ვაცნობიერებდი, რომ ამ ბრძოლიდან გასვლა ღალატი იქნებოდა, როგორც კოლეგების, ისე პაციენტების… განცდა მქონდა, რომ ხალხს ვჭირდებოდი.

ყველაზე რთული ჩემს პატარასთან განშორების თვეები იყო - ეპიდემიის გავრცელებიდან მალევე რუხის რესპუბლიკურს საავადმყოფოში კოლეგებთან ერთად გამგზავრება მომიხდა. იქ კოვიდსტაციონარი იხსნებოდა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის შვება იქნებოდა. ამასთან, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი კოვიდცენტრი აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდ ნუგეშად იქცეოდა... გადაწყვეტილება ამ ადამიანების სასარგებლოდ მივიღე...

განშორების გამო, ბავშვს პროტესტი გაუჩნდა და 3 დღის შემდეგ, "ვიდეოქოლითაც" აღარ მესაუბრებოდა... ის 2 თვე, რაც იქ დავყავი, ემოციურად ურთულესი იყო. როცა დავბრუნდი, ჩემს პატარასთან ისეთი შეხვედრა მქონდა, აღარაფერი მახსოვდა, სამყარო გაჩერდა და მხოლოდ მის გულისცემასა და სითბოს ვგრძნობდი... მეორე დღეს შეხვედრის ვიდეოჩანაწერი მაჩვენეს - ვერც აღვწერ, თურმე, ვყვიროდით, ვტიროდით, ვიცინოდით და ვკოცნიდით ერთმანეთს…

მცირეწლოვან შვილს დავშორდი მაშინ, როცა მასაც ძალიან ვჭირდებოდი... მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მაინც სწორად მოვიქეცი, რადგან ეს ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ადამიანებისთვის და მგონია, რომ ეს გადაწვეტილება სწორედ ჩემი გოგონასთვის იქნება სამაგალითო. იმედია, მომავალში ისიც ასე მოიქცევა. ჩემს პაციენტებსაც ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, მათ ვერ ვუღალატებდი...

თუმცა ამ ბრძოლაში, რასაც ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა ჰქვია, მხოლოდ ჩვენ ვერას გავხდებით, თუ ამ უმძიმეს პანდემიას ვაქცინით არ შევეწინააღმდეგეთ!..

გთხოვთ, აიცერით, ერთად გავუმკლავდეთ!"