ერთად გავუმკლავდეთ კოვიდპანდემიას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

ერთად გავუმკლავდეთ კოვიდპანდემიას

 ერთად გავუმკლავდეთ კოვიდპანდემიას
"ერთად გავუმკლავდეთ!"- ამ მოწოდების გარშემო გაერთიანდნენ პანდემიასთან ომის წინა ხაზზე მებრძოლი ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოგიდგენთ.

"კოვიდთან მებრძოლები" და მათი მონათხრობი - ესაა ნამდვილი ისტორიები, რომლებიც უხილავ მტერთან ბრძოლისა და თავდადების ამბავს ასახავს.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს პროექტი - "ერთად გავუმკლავდეთ" კოვიდვაქცინაციის პოპულარიზაციასა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას ემსახურება.


ექთანი ლიზა მესხი:

"პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში კოვიდგანყოფილებაში ვმუშაობ. როცა საქართველომ ამ ვირუსთან ერთად დაიწყო ცხოვრება, ჩემი შვილი 2 წლის და 5 თვის იყო. ურთულესი გადაწყვეტილება მქონდა მისაღები - ვაცნობიერებდი, რომ ამ ბრძოლიდან
გასვლა ღალატი იქნებოდა, როგორც კოლეგების, ისე პაციენტების… განცდა მქონდა, რომ ხალხს ვჭირდებოდი.
ყველაზე რთული ჩემს პატარასთან განშორების თვეები იყო - ეპიდემიის გავრცელებიდან მალევე რუხის რესპუბლიკურს საავადმყოფოში კოლეგებთან ერთად გამგზავრება მომიხდა. იქ კოვიდსტაციონარი იხსნებოდა, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობისთვის შვება იქნებოდა. ამასთან, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ
ახალი კოვიდცენტრი აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის დიდ ნუგეშად იქცეოდა... გადაწყვეტილება ამ ადამიანების სასარგებლოდ მივიღე...
განშორების გამო, ბავშვს პროტესტი გაუჩნდა და 3 დღის შემდეგ, "ვიდეოქოლითაც" აღარ მესაუბრებოდა... ის 2 თვე, რაც იქ დავყავი, ემოციურად ურთულესი იყო. როცა დავბრუნდი, ჩემს პატარასთან ისეთი შეხვედრა მქონდა, აღარაფერი მახსოვდა, სამყარო გაჩერდა და მხოლოდ მის გულისცემასა და სითბოს ვგრძნობდი... მეორე დღეს შეხვედრის ვიდეოჩანაწერი მაჩვენეს - ვერც აღვწერ, თურმე, ვყვიროდით, ვტიროდით, ვიცინოდით და ვკოცნიდით ერთმანეთს…
მცირეწლოვან შვილს დავშორდი მაშინ, როცა მასაც ძალიან ვჭირდებოდი... მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ მაინც სწორად მოვიქეცი, რადგან ეს ბრძოლაა სიცოცხლისთვის, ადამიანებისთვის და მგონია, რომ ეს გადაწვეტილება სწორედ ჩემი გოგონასთვის იქნება სამაგალითო. იმედია, მომავალში ისიც ასე მოიქცევა. ჩემს პაციენტებსაც ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, მათ ვერ ვუღალატებდი...
თუმცა ამ ბრძოლაში, რასაც ადამიანების სიცოცხლისთვის ბრძოლა ჰქვია, მხოლოდ ჩვენ ვერას გავხდებით, თუ ამ უმძიმეს პანდემიას ვაქცინით არ შევეწინააღმდეგეთ!..
გთხოვთ, აიცერით, ერთად გავუმკლავდეთ!"





გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად