თამარ გაბუნია - სწრაფი ტესტების დამატებითი რაოდენობა გუშინ შემოვიდა, რომელიც ეტაპობრივად შეივსება, სულ დამატებით კიდევ 2.5 მლნ არის შემოსასვლელი
როგორც გაბუნიამ განაცხადა, სწრაფი ტესტების გარკვეული რაოდენობა საქართველოში გუშინ შემოვიდა და კიდევ 2.5 მლნ შემოვა.
“გუშინ ჩამოვიდა კიდევ დამატებითი რაოდენობა, რომელიც შეივსება ეტაპობრივად. სულ დამატებით კიდევ 2.5 მლნ არის შემოსასვლელი, შესყიდვა დასრულებულია. გუშინ პირველი ნაწილი შემოვიდა”,- განაცხადა გაბუნიამ.