თამარ გაბუნია - შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

თამარ გაბუნია - შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას

თამარ გაბუნია - შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას
შემდეგი ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური ყველაზე მეტი შემთხვევა 60 წლის ზემოთ ინფიცირებულ პირებში გვხდება, ამასთან ყველაზე ნაკლებია მათი ვაქცინაციის მაჩვენებელიც.

,,დღეს ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც არის უფრო მეტი 60 წელს ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით, რომ ვაქცინირებულებში
თანაფარდობა ყველაზე მაღალი გვქონდეს 60 წლის ზემოთ, რომ რეალურად შემსუბუქება ჰოსპიტალური დატვირთვის და ლეტალური გამოსავლების კუთხით ვიგრძნოთ. ამდენად, მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის განხორციელება არის პრიორიტეტი, ამაზე იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ. პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს იქნება მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე. შემდეგი
ტალღა იქნება კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღებს მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ.

,,კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და სარისკო ქცევის პირობებში მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია კიდევ სხვა ტალღაც იყოს, რისთვისაც უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული. ეს არ იქნება მოკლე მომავალში, მაგრამ მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ ახალ ტალღებს. ეს უფრო მოსალოდნელია ახალი წლის შემდეგ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად