თამარ გაბუნია - “რემდესივირის“ ახალი რაოდენობის შესყიდვაზე სამინისტრო მუშაობს - ყველა პაციენტი, რომელსაც სჭირდება „ტოცილიზუმაბი“, მის გარეშე არ დარჩება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - “რემდესივირის“ ახალი რაოდენობის შესყიდვაზე სამინისტრო მუშაობს - ყველა პაციენტი, რომელსაც სჭირდება „ტოცილიზუმაბი“, მის გარეშე არ დარჩება

მისი გაცემის მექანიზმი არის ცენტრალიზებული, რაც ხარისხის შენარჩუნებასა და ერთიანი სტანდარტის დანერგვას ემსახურება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ვახტანგ კალოიანის განცხადებას, რომ აჭარაში „ტოცილიზუმაბისა” და „რემდესივირის“ საწყობი არ არის და მის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია.

მისივე თქმით, „რემდესივირის“ გაცემის საკითხს თბილისში არსებული კლინიკური ჯგუფი ხელმძღვანელობს. მანვე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის გარკვეული რაოდენობა აჭარაშიც გაიცემა, რათა მისი მიწოდება პაციენტებისთვის მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს.

“რემდესივირის“ ახალი რაოდენობის შესყიდვაზე სამინისტრო მუშაობს. ამ დროისთვის ქვეყანაში ამ პრეპარატის რაღაც ნაშთი ისევ არსებობს და მის გამოყენებას საქართველოში ჩვეულებრივ გავაგრძელებთ.

რაც შეეხება „ტოცილიზუმაბს“, მასთან დაკავშირებით მოწოდება ხორციელდება „როშეს“ მიერ და მისი ნაწილდება იმ კლინიკებში, რომლებშიც ამ პრეპარატს პანდემიის დაწყებისთანავე იყენებდნენ. მათ თავიდანვე შეკვეთილი ჰქონდათ ეს რაოდენობა. სამინისტრო ფასილიტაციის სახით ერეოდა და თმობდა ამ მედიკამენტს იქ, სადაც დიდი საჭიროება იყო. მაგალითად, რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც რესპუბლიკურმა საავადმყოფომ აღნიშნული პრეპარატი თავისი მარაგიდან გადასცა აჭარას, რაც წინასწარ შეკვეთის სახით მას არ განუხორციელებია“, - განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში „ტოცილიზუმაბის“ ტემპი და რაოდენობა ახლო მომავალში გაიზრდება და მისი დეფიციტი ჩვენს ქვეყანაში არ იქნება.

„ტოცილიზუმაბის სხვადასხვა მომწოდებლებიც გამოჩნდა, რადგან „როშესგან“ სხვა მწარმოებლებმაც მიიღეს ავტორიზაცია, რათა გლობალური დეფიციტის პირობებში აღნიშნული წამლის მიწოდება უფრო გააქტიურდეს. მედიკამენტი განაწილებულია რამდენიმე კლინიკაში, თავისუფალ გაყიდვაში ის არ არის. თუკი აუცილებელი საჭიროება არსებობს, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტმა მიიღოს ეს მედიკამენტი.

ამ მედიკამენტის მიწოდებაც და გამოყენება უნდა მოხდეს კლინიკურ სივრცეში და ზედმეტი ფორიაქი იმასთან დაკავშირებით, რომ დეფიციტურია, საჭირო არ არის. ყველა პაციენტი, რომელსაც სჭირდება „ტოცილიზუმაბი“, მის გარეშე არ დარჩება. მოკლე ხანში მოწოდების პერსპექტივები უკვე გამოიკვეთა და ის დეფიციტი, რომელიც გლობალურ ბაზარზეა, ჩვენს პაციენტებს არ უნდა შეეხოს.

“ტოცილიზუმაბის” მარაგი რეგიონებში განაწილებული არ არის. ის, ძირითადად, არის თბილისის კლინიკებშია, რამდენიმე ქუთაისის საავადმყოფოშია. მაგალითად, აჭარაში ჩვენ გვქონდა შემთხვევა, როდესაც პაციენტს ის დასჭირდა და თბილისიდან ძალიან სწრაფად მივაწოდეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.