არის თუ არა ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტური რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არის თუ არა ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტური რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის

აქ ჩატარებული კვლევა ცხადჰყოფს, რომ რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია.

კვლევისას პაციენტთა 82%-ს ვაქცინაზე ძლიერი იმუნური რეაქცია გამოუვლინდათ.

ვაქცინაციის COVAX რეესტრში რევმატოიდული ართრიტის და სხვა რევმატული პრობლემების მქონე 1500 პაციენტის მონაცემებია.

მათ უმეტესობას ვაქცინის შემდგომ მოკლევადიანი გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, ისეთივე, რაც ზოგადი პოპულაციისთვის არის დამახასიათებელი.

ვაქცინაციის შემდეგ რევმატოიდული სიმპტომების გამძაფრება მხოლოდ 5%-ს აღენიშნებოდა, რომელთაგან შედარებით მძიმე ფორმები 1.2%-ს გამოუვლინდა.

CDC-დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ ავტორიზებული კოვიდ19-ის ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია.

რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯიც მხარს უჭერს რევმატოიდული ართრიტისა და ზოგადად რევმატული დაავადებების მქონე პაციენტთა ვაქცინაციას.

ისინი აღნიშნავენ, რომ დაავადებულ პაციენტებს აცრის შედეგად დამატებითი უკუჩვენებები არ უფიქსირდებათ.

უნდა შეცვალონ თუ არა რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტებმა მედიკამენტური მკურნალობა კოვიდ19-ით ვაქცინაციამდე?

ზოგიერთი მედიკამენტი, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ გამოიყენება, კოვიდ19-ის ვაქცინის ეფექტურობას ამცირებს.

2021 წლის 25 მაისს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინით აცრის შემდეგ მედიკამენტ „მეტოტრექსატის“ მომხმარებელთა 62%-ს ძლიერი იმუნური პასუხი აღენიშნებოდათ, ხოლო მათ, ვინც არ ღებულობდა აღნიშნულ პრეპარატს 90%-იანი იმუნური დაცვა განუვითარდათ ვაქცინაციის შემდეგ.

თუმცა, ეს შედეგი ნიშნავს იმასაც, რომ „მეტოტრექსატზე“ მყოფ პაციენტთა ორ მესამედს ეს პრობლემა არ ჰქონია.

ასევე, ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რიტუქსანის (რიტუქსიმაბის) მიღებამ მნიშვნელოვნად შეამცირა იმუნური პასუხი, ხოლო შედარებით ზომიერი იმუნური პასუხი გამოუვლინდათ პაციენტებს, რომლებიც ღებულობდნენ აბატაცეპზს (ორენცია), გლუკოკორტიკოიდებს და მიკოფენოლატმოფეტილს.

იმის გამო, რომ იმუნური პასუხი შესაძლებელია შემცირდეს აღნიშნული მედიკამენტების მიღების გამო, ამერიკის რევმატოლოგთა კოლეჯის რეკომენდაციით, პაციენტებმა მკურნალ ექიმთან ერთად უნდა განიხილონ ზოგიერთი რევმადოიტული პრეპარატის, მათ შორის „მეტოტრექსატის“, მიღების შესახებ გარკვეული საკითხები (მაგალითად, მცირე ხნით წამლის მიღების შეწყვეტა) ვაქცინაციამდე.