ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელია კოვიდ19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰიპერტენზიის სამკურნალო მედიკამენტი, რომელიც შესაძლებელია კოვიდ19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს

მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი არის სუნთქვის (ან ფილტვის) უკმარისობის ფორმა, გვხვდება მრავალი ისეთი დაავადების დროს, რომელთაც ახასიათებთ ფილტვების შეშუპება და სისხლში ჟანგბადის უკიდურესად დაბალი დონე.

ამ დროს ფილტვის ქსოვილი ზიანდება ანთების და ალვეოლებში სითხის დაგროვების გამო.

მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (მრდს) არის გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა.

პაციენტები მკურნალობას გადიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს მექანიკური ვენტილაცია.

სწორედ მრდს არის კოვიდ19-ის ფატალური შემთხვევების მთავარი მიზეზი. დღესდღეობით არ არსებობს ეფექტური მკურნალობის მექანიზმი, რომელიც ერთდროულად განვითარებულ კოვიდ19-ს და მრდს დაამარცხებს.

ახალი კვლევის შედეგები „Journal of the American College of Cardiology“-ში გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც მედიკამენტ „მეტოპროლოლს“ შეუძლია ფილტვის ანთებითი პროცესის შემცირება და რესპირატორული ფუნქციის გაუმჯობესება იმ პაციენტთათვის, რომლებიც კოვიდ19-ით გამოწვეულ მწვავე რესპირატორულ დისტრეს სინდრომს ებრძვიან.

„მეტოპროლოლი“ არის ჩვეულებრივი ბეტა-ბლოკატორი, რომელიც მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ გამოიყენება.

ის შესაძლებელია კოვიდ19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტების სამკურნალო „იაფ“ მედიკამენტად იქცეს.

ბეტა-ბლოკატორები არის მედიკამენტთა კლასი, რომლებიც ბლოკავენ ორი ჰორმონის მოქმედებას, ესენია: ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი. ამ ჯგუფის პრეპარატები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ ინიშნება.

ექსპერტების შეფასებით, კოვიდ19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტები უზარმაზარ სტრესს განიცდიან, მათი სიმპათიკური ნერვული სისტემა ძლიერ არის გააქტიურებული. ნორადრენალინის (ნორეპინეფრინი) და ადრენალინის (ეპინეფრინი) დიდი რაოდენობით გამოყოფა, თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს, მათ შორის ფილტვებსაც.

„მეტოპროლოლი“, რომელიც ბეტა-1 ადრენორეცეპტორების ბლოკატორია, ნაწილობრივ შეაფერხებს პლაზმური კატექოლამინების (ნორადრენალინი, ადრენალინი) მავნე ზემოქმედებას.

ბეტა-ბლოკატორები წინა წელსაც განიხილებოდა, მძიმე ფორმებში მიმდინარე კოვიდ19-ის სამკურნალო საშუალებად, ვინაიდან აღნიშნული ჯფუგის პრეპარატების დახმარებით შესაძლებელია ანთების შემცირება, ისინი ფილტვში სითხის დაგროვებას ებრძვიან.

საპილოტე კვლევამ, რომელიც ADS-ით დაავადებულ კოვიდ პაციენტებში ჩატარდა, აჩვენა, რომ „მეტოპროლოლს“ შეუძლია ფილტვის ანთების შემცირება და სისხლში ჟანგბადის დონის გაუმჯობესება.

მკვლევართა გუნდმა აღმოაჩინა, რომ მედიკამენტმა ფილტვებში ნეიტროფილების (ლეიკოციტების სახეობა) რაოდენობის მაჩვენებელი შეამცირა, ნეიტროფილების აქტივაციის დონე პრეპარატის შედეგად შემცირდა.

ნეიტროფილების დონის მატება ორგანიზმში ჩირქოვანი ანთებითი პროცესების მანიშნებელია.

აღსანიშანავია ისიც, რომ „მეტოპროლოლით“ მკურნალობისას არანაირი გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, მისი გამოყენება უსაფრთხოა.