დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება? - პაატა იმნაძე ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე - "ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დადასტურდა თუ არა მესამედ ინფიცირება? - პაატა იმნაძე ბოლო დროის აქტუალურ საკითხებზე - "ბევრი ანტივაქსერი სხვა ქვეყნიდან იმართება, ეს ჩვეულებრივი ბიზნესია"

- ბატონო პაატა, როცა რეგულაციები გამკაცრდა, თქვით, ორ კვირაში გამოჩნდება, რა შედეგს უნდა ველოდოთო. ორი კვირა გავიდა და გთხოვთ, სიტუაცია შეაფასოთ.

- ფაქტია, დაავადებულთა რაოდენობა დღეში 6-5 ათასი ახალი შემთხვევიდან 4 ათას შემთხვევამდე შემცირდა, რაც დამაიმედებელია და, იმედია, ეს ტენდენცია გაგრძელდება.

- გარდაცვლილთა რაოდენობაზე რას გვეტყვით?

- ეს ძალიან სამწუხაროა... საქმე ის არის, რომ გარდაცვალების პიკი დგება "კოვიდის" გავრცელების პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ... თუ ახლა ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება, 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება გარდაცვლილთა რაოდენობაც. სექტემბრის ბოლოსთვის, ალბათ, ყოველდღიური ინფიცირების რიცხვი ათასის ფარგლებში უნდა იყოს.მიუხედავად იმისა, რომ პირბადეების გამოყენების მაღალი მაჩვენებელი არ გვაქვს, თითქმის ერთადერთი, რამაც ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობის კლებაზე იმოქმედა, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება. თბილისშიც აშკარაა კლება და აჭარაშიც. სხვაგან, სამწუხაროდ, ჯერ - არა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ტრანსპორტის შეჩერებამ შედეგი გამოიღო იქ, სადაც მაღალი იყო მობილობა.

- ყოველ 100 ათას ადამიანზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში თუ ევროპაში პირველ ადგილზე ვართ...

- როცა 100 ათას მოსახლეზე ავადობის მაღალი მაჩვენებელი გაქვს, რა თქმა უნდა, მაღალი გექნება სიკვდილიანობაც. არის ქვეყნები, რომელთა ავადობა ჩვენსას არ ჩამოუვარდება, მაგრამ იქ სიკვდილიანობა აღარ არის, იმიტომ, რომ აცრილები არიან. ბოლო კვლევით, აცრილ საზოგადოებაში 5-ჯერ ნაკლები შანსი გაქვს, დაგემართოს "კოვიდი" და 30-ჯერ ნაკლები საფრთხე, რომ მოხვდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

- აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი რამდენი პროცენტია?

- სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე არაფერია აბსოლუტური, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. თუ 30-ჯერ ნაკლებია საფრთხე, რომ აცრილი მოხვდეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ამაზე ნაკლებია გარდაცვალების საშიშროება. ორჯერ აცრილი და დაავადებული 1000 ადამიანიდან შეიძლება ერთი გარდაიცვალოს.

- რეინფიცირების და მესამედ ინფიცირების ფაქტები გვაქვს?

- საქართველოში ორჯერ ინფიცირების რამდენიმე ათეული ფაქტი გვაქვს. სამჯერ ინფიცირების შემთხვევა არ გვქონია. ამბობენ, რომ მსოფლიოში იყო სამჯერ ინფიცირების ფაქტი, თუმცა ეს ჯერ ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის.

- უნდა გკითხოთ ინფიცირებულ ორსულებზე... მათი გარდაცვალების უკვე მერამდენე შემთხვევა გვაქვს!.. რატომ ერჩის მაინცდამაინც ორსულებს "კოვიდი"?

- შარშან მთელი წლის მანძილზე მხოლოდ ერთი ორსული გარდაიცვალა, წელს - 13. ეს დელტა შტამის "დამსახურებაა", რომელიც, სამწუხაროდ, ორსულების მიმართ გაცილებით აგრესიული აღმოჩნდა. ის თითქმის წითელასავით გადამდებია. თავიდან მხოლოდ მაღალი რისკის ორსულებს, მაგალითად, ექიმებსა და ექთანებს ურჩევდნენ აცრას, ახლა კი ყველა ორსულს ემუქრება საფრთხე, ამიტომ ისინი აუცილებლად უნდა აიცრან.

წაიკითხეთ სრულად