საქართველოში "ფაიზერით" 3 ბავშვია აცრილი - რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ 12 წლის ზემოთ მოზარდებს ვაქცინაცია და როდის არის კატე - ს გადაღება რეკომენდირებული? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში "ფაიზერით" 3 ბავშვია აცრილი - რა შემთხვევაში უნდა ჩაუტარდეთ 12 წლის ზემოთ მოზარდებს ვაქცინაცია და როდის არის კატე - ს გადაღება რეკომენდირებული?

- ამის შესახებ ინფორმაცია პედიატრმა თემურ მიქელაძემ ambebi.ge-სთან ინტერვიუში დაადასტურა. ბავშვებს "ფაიზერით" ვაქცინაცია მშობლების მიმართვის საფუძველზე ჩაუტარდათ, ამერიკის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციით და ასევე ერთ-ერთი ბავშვის შემთხვევაში, გერმანელი ექიმი ითხოვდა, რომ ამ პაციენტისთვის აუცილებელი იყო ვაქცინაცია, რადგან ინფიცირების შემთხვევაში შეიძლება მისი სიცოცხლე რისკის ქვეშ დამდგარიყო. აცრილ არასრულწლოვანებს თანდაყოლილი პათოლოგიები ჰქონდათ, მათ შორის ერთ-ერთი ორგანოგადანერგილი ბავშვი იყო.

"აცრილი ბავშვებიდან ორი მათგანი 12 წლის იყო, მესამე - 15 წლის. ერთ-ერთმა უკვე გადაიტანა კოვიდი და საკმაოდ მსუბუქად, ახლა მეორე დოზითაც ავცრით. ზოგადად ბოლო სამი დღეა, ბავშვებში მომართვიანობა შემცირდა. აქამდე დღეში 25-30 პაციენტს ვიღებდი და 4-5 შემთხვევაზე ჩამოვიდა. ეს, წესით, კარგი მაჩვენებელი უნდა იყოს", - ამბობს ექიმი.

მისი თქმით, თუ საქართველოში 12 წლის ზევით ბავშვების აცრა დაიწყება, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ ბავშვების შემთხვევაში, ვინც რისკ-ჯგუფებში არიან. ესენი არიან: ორგანოგადანერგილი ბავშვები, ასევე ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, გადიან ქიმიოთერაპიის კურსს, აქვთ თირკმელების დაავადებები:

"რეკომენდაციას ვუწევ მხოლოდ რისკ-ჯგუფების აცრას "ფაიზერის" ვაქცინით, რამეთუ ბავშვებს მაინც მსუბუქად გადააქვთ ავადმყოფობა. კორონავირუსული ინფექციით 4500-ზე მეტი პაციენტი ვმართე და აქედან მხოლოდ 27 ჰოსპიტალიზაცია მქონდა და არც ერთი ლეტალური შედეგი. ბავშვებს, რომლებსაც არ აქვთ თანდაყოლილი ან ქრონიკული პათოლოგია, გადააქვთ შედარებით მსუბუქად. ამიტომ უნდა აიცრან ის ბავშვები, ვისაც ეს პათოლოგიები აღენიშნებათ".

წაიკითხეთ სრულად