რომელი ფერმენტი აქცევს COVID-19-ს მომაკვდინებელ დაავადებად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ფერმენტი აქცევს COVID-19-ს მომაკვდინებელ დაავადებად

ნორმაში მან უნდა დაიცვას ორგანიზმი უცხო აგენტებისაგან, როგორიცაა ბაქტერიები და ვირუსები. მაგრამ  COVID-19-ის დროს, მან შეიძლება ორგანიზმის უჯრედებზე განახორციელოს შეტევა, რაც იწვევს მდგომარეობის გაუარესებასა და სიკვდილს. ორგანიზმში ამ ფერმენტის დონის შესამცირებელი პრეპარატები ჯერჯერობით არ არის, თუმცა მკვლევარები მათი აქტიური მოძიებისკენ მოუწოდებენ მეცნიერებს.

IIA (სPLA2-IIA) ჯგუფის სეკრეტოლიზური ფოსფოლიპაზა  A2 ფერმენტი იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან. ამას ის ახორციელებს უჯრედის მემბრანის გარეთა მხარეს არსებული ცხიმების შებოჭვით. ცხიმები ადამიანის უჯრედებშიც არის, მაგრამ ის განლაგებულია უჯრედის მემბრანის შიგნითა მხარეს და  sPLA2-IIA არ აძლევს მანამდე მიღწევის საშუალებას.

თუმცა ეს ბოლომდე საიმედო სისტემა არ არის. როდესაც უჯრედები იღუპება ინფექციის ან სტრესის გამო, ცხიმოვანი მოლეკულები, რომლისკენაცაა მიმართული sPLA2-IIA, ამ უკანასკნელისთვის ხელმისაწვდომი ხდება და უტევს მათ. ამას გარდა დაზიანებული უჯრედებიდან გამოთავისუფლდება მიტოქონდრიები "ენერგიის სადგურები", რომლის მემბრანის სტრუქტურაც ბაქტერიულის მსგავსია და ფერმენტი მათ ანადგურებს. ამ პროცესებზე რეაგირებს იმუნური სისტემა, რის შემდეგადაც ვითარდება სისტემური ანთება.

არიზონას უნივერსიტეტისა და სხვა კვლევითი ცენტრების მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ  COVID-19-ის მძიმე მიმდინარეობის მიზეზი შეიძლება მსგავსი რეაქცია იყოს.

მეცნიერებმა გაანალიზეს 2020 წლის იანვრიდან ივლისამდე ჰოსპიტალიზირებული 127 პაციენტის სისხლის ნიმუში. აქედან 30 COVID-19-ის გამო გარდაიცვალა, 30-მა დაავადება გადაიტანა მძიმე ფორმით, მაგრამ გადარჩა, 30 იავადმყოფა მსუბუქი ფორმით. დანარჩენები არ იყვნენ დაავადებულები COVID-19-ით და წარმოადგენდნენ საკონტროლო ჯგუფს.

მეცნიერებმა გაზომეს 1000-ზე მეტი ფერმენტისა და მეტაბოლიტის დონე პაციენტების სისხლის პლაზმაში და გამოიყენეს კომპიუტერული ალგორითმი კანონზომიერების გამოსავლენად. აღმოჩნდა, რომ sPLA2-IIA დონე ასახავდა პაციენტების ავადობის სიმძიმეს და განსაკუთრებით მაღალი იყო მათთან, ვინც ვერ გადარჩა.

ჯანმრთელი ადამიანების პლაზმა შედარებით დაბალი კონცენტრაციით შეიცავს sPLA2-IIA — რამოდენიმე ნანოგრამი 1 მლ სისხლში. ის იზრდება ორგანიზმში ვირუსების მოხვედრისას და ქვეითდება ანთების დასრულების შემდეგ. თუმცა მძიმე ანთებისას, მაგალითად სეფსისას, sPLA2-IIA  დონემ შეიძლება ასეულობით ნგ/მლ მიაღწიოს. COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტებში მისი დონე 1020 ნგ/მლ-მდე იყო აწეული.

ზოგადად, კორონავირუსის გამო გარდაცვლილ პაციენტებში sPLA2-IIA-ს დონე 5-ჯერ მაღალი იყო მათთან შედარებით, ვისაც მძიმე ფორმით განუვითარდა ეს დაავადება, მაგრამ გადარჩა და 10-ჯერ მაღალი ვიდრე, მსუბუქი ფორმით დაავადებულებსა და საკონტროლო ჯგუფში.

პრეპარატები, რომელთაც შეუძლია  sPLA2-IIA დონის დაქვეითება შემუშავებულია, მაგრამ არც ერთ მათგანს არ გაუვლია კლინიკური კვლევა. მკვლევარები კოლეგებს მოუწოდებენ ყურადღება გაამახვილონ მძიმე COVID-19-ის სიმპტომებზე ფერმენტის დონის შემცირების გზით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია  SARS-CoV-2-ის ახალი, უფრო აგრესიული ვარიანტების გაჩენასთან დაკავშირებით.

ამჟამად მკვლევარების ჯგუფი COVID-19-ის მძიმე ფორმით მიმდინარე პაციენტებს აგროვებენ ჯერ კიდევ, 2006 წელს შექმნილი,  sPLA2-IIA -ის ინჰიბიტორის, ვარესპლადიბის გამოსაცდელად. ის არაეფექტური აღმოჩნდა მწვავე კორონარული სინდრომის დროს გამოვლენილი ანთების შემთხვევაში, თუმცა შესაძლებელია სასარგებლო აღმოჩნდეს COVID-19-ის დროს.