თამარ გაბუნია - მოქალაქეს რჩება არჩევანი, წარადგინოს აცრის მოწმობა, ტესტირების პასუხი ან ცნობა გადატანილი დაავადების შესახებ, რაც არ ნიშნავს, რომ ვინმე ზემოქმედებას ახდენს, მან აცრა ჩაიტაროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - მოქალაქეს რჩება არჩევანი, წარადგინოს აცრის მოწმობა, ტესტირების პასუხი ან ცნობა გადატანილი დაავადების შესახებ, რაც არ ნიშნავს, რომ ვინმე ზემოქმედებას ახდენს, მან აცრა ჩაიტაროს

ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებასთან დაკავშირებით მათი პოზიცია სახალხო დამცველის მოსაზრებას სრულად ემთხვევა. როგორც თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეპიდუსაფრთხოების ნორმების დაცვა დისკრიმინაციად ვერ ჩაითვლება. მისი თქმით, მოქალაქეს რჩება არჩევანი, წარადგინოს აცრის დამადასტურებელი მოწმობა, ტესტირების პასუხი ან ცნობა გადატანილი დაავადების შესახებ.

„რაც შეეხება ვაქცინაციის სტატუსის გათვალისწინებას სხვადასხვა ტიპის ბიზნეს და სოციალურ აქტივობებში ჩართვისთვის, ჩვენი პოზიციაა და ეს გაზიარებულია უწყებათაშორისი ვაქცინაციის საბჭოსთან, სრულიად ემთხვევა სახალხო დამცველის პოზიციას იმ მიმართულებით, რომ ვერაფრით ჩაითვლება დისკრიმინაციად, როცა ადამიანი იცავს ეპიდუსაფრთხოებასთან დაწესებულ ნორმებს თავად და ასევე, მოლოდინი აქვს, რომ მის გარშემო სხვა პირებმაც იგივე გააკეთონ. ასე რომ, ბიზნესუსაფრთხოებისთვის, აკადემიური უსაფრთხოებისთვის, ასევე სოციალური უსაფრთხოებისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონი აქამდეც აყალიბებს იმ ვალდებულებას, რომ იქ, სადაც მე ვხდები რისკის მატარებელი სხვა პირებისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეული წესები უნდა დავიცვა. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ვაქცინაციის სავალდებულებას, არჩევანი რჩება - ვაქცინირებული ან ტესტირებული პირი, ან ჰქონდეს გადატანილი დაავადება, ეს არის სამი სტატუსი იმის აღმწერი, რომ მე არ ვარ ამ შემთხვევაში რისკის მატარებელი და შემიძლია მონაწილეობა მივიღო მთელ რიგ აქტივობებში,“ - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, აცრა ხდება პირის გადაწყვეტილებით, თუმცა, დამსაქმებლის ვალდებულებაა უზრუნველყოს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემო.

„კომპანია თანამშრომლისგან ითხოვს სტატუსის დამადასტურებელ საბუთს, საბუთი უნდა აღწერდეს, რომ თანამშრომელი არის ეპიდემიურად უსაფრთხო ანუ მე თუ ვარ რომელიმე კომპანიის თანამშრომელი, მაქვს არჩევანი, რომ წარვადგინო აცრის დამადასტურებელი საბუთი, ტესტირების შედეგად ჩემი კოვიდ სტატუსის დამდასტურებელი საბუთი, ან წარვადგინო გადატანილი დაავადების ცნობა. ეს არაფრით ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კომპანია თავის დაქირავებულს მოუწოდებს ან ზემოქმედებას ახდენს, რომ მან ჩაიტაროს აცრა. აცრა ხდება პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ ის, რომ მე უნდა ვიყო ეპიდემიურად უსაფრთხო, გარკვეულწილად ეს არის დამსაქმებლის ვალდებულებაც, რომ უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო თავის ბიზნესდაწესებულებაში თუ რაც არის, იმ გარემოში,“- განაცხადა გაბუნიამ.