„ივერმექტინი“ - რა უნდა ვიცოდეთ და რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტი, რომელიც კოვიდ19-ის სამკურნალო პრეპარატად განიხილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ივერმექტინი“ - რა უნდა ვიცოდეთ და რამდენად უსაფრთხოა მედიკამენტი, რომელიც კოვიდ19-ის სამკურნალო პრეპარატად განიხილება

არსეობობს პრეპარატის ორი ტიპი: ერთი მათგანი განკუთვნილია ცხოველებისთვის და ვეტერინარიაში გამოიყენება, ხოლო მეორე პარაზიტული ინფექციის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

ადამიანებისთვის FDA-მ „ივერმექტინი“ დაამტკიცა პარაზიტული ჭიებით გამოწვეული ორი ინფექციის სამკურნალოდ:

• სტრონგილოიდოზი - ინფექციის სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, შებერილობა, გულძმარვა, დიარეა და გამონაყარი. თუმცა, შეიძლება ინფიცირებულ ადამიანს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებოდეს.

• ონქოცერკოზი (მდინარის სიბრმავე) წარმოადგენს მრგვალი ჭიით – ონქოცერკა ვოლვულუსით გამოწვეულ ინფექციას.

ის ვრცელდება მდედრი ქინქლის ნაკბენით, რომელიც მრავლდება წყაროებში. ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ ინტენსიური ქავილი, მაგრამ ზოგჯერ ის იწვევს გამონაყარს, ლიმფური კვანძების შეშუპებას, მხედველობის დარღვევას ან სრულ სიბრმავეს.

ჩვეულებრივ, ექიმები სვამენ ინფექციის დიაგნოზს კანის ნიმუშში ჭიის პრელარვული ფორმის აღმოჩენისას.

იმ რეგიონებში, სადაც ინფექცია ხშირია, ივერმექტინის წელიწადში ორჯერ გამოყენება, გვეხმარება ინფექციის კონტროლში.

ივერმექტინი და კოვიდ19

„ივერმექტინი“ კოვიდ19-ის ერთ-ერთ სამკურნალო პრეპარატად განიხილება. თუმცა, FDA-ს არ დაუმტკიცებია აღნიშნული მედიკამენტი, როგორც კოვიდ19-ის სამკურნალო, ან ინფექციის თავიდან ასაცილებელი საშუალება.

მეცნიერები კვლავ აგრძელებენ მის შესწავლას, თუ რამდენად ეფექტური და უსაფრთხო შეიძლება იყოს ის კოვდ19-ის წინააღმდეგ.

კორონავირუსის მკურნალობის, ან პროფილაქტიკის მიზნით „ივერმექტინის“ მიღება დაუშვებელია, ვინაიდან მან შეიძლება კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი გამოიწვიოს.

პრეპარატის მიღება შესაძლებელია საფრთხის შემცველი იყოს ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის. ასევე მათთვის, ვისაც ღვიძლის პრობლემები აქვთ, ან არიან ალერგიულები.

მედიკამენტი ორსულებისთვის და მეძუძური ქალბატონებისთვისაც არ არის რეკომენდირებული. „ივერმექტინის“ მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ მათაც, ვინც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს ღებულობენ.

პრეპარატის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე წერს:

„ივერმექტინი არ არის ახალი მედიკამენტი. იგი არის ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც ძირითადად გამოიყენება ვეტერინარიაში, თუმცა მთელ რიგ ქვეყნებში ნებადართულია მისი გამოყენება ადამიანებზეც რიგი პარაზიტიული დაავადებების დროს. შესწავლილია აგრეთვე ივერმექტინის ეფექტიანობა დენგეს ცხელების დროს, მაგრამ დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული.

COVID-თან დაკავშირებულ კვლევებში ნათქვამია, რომ ივერმექტინს აქვს გამოხატული ანტივირუსული აქტივობა SARS-COV-2-ის წინააღმდეგ in vitro, რაც მას იმედისმომცემ მედიკამენტად წარმოაჩენს.

ივერმექტინი გამოყენებულ იქნა ინდოეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი დიდი COVID ეპიდ. აფეთქების დროს, თუმცა ინფორმაცია შედეგების შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგოა.

ა.წ. ივლისში გამოქვეყნდა ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ ჩატარებული 24 რანდომიზებული კლინიკური კვლევის მეტაანალიზი COVID-19-ით ავადმყოფებში ივერმექტინის გამოყენების შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ივერმექტინის გამოყენებამ 11 რანდომიზებულ კვლევაში საშუალო და მძიმე ინფექციით ავადმყოფებში 56%-ით შეამცირა სიკვდილობა, ასევე ზოგოიერთ კვლევაში იგი ამცირებდა ანთებითი მარკერების მაჩვენებლებს და აჩქარებდა ვირუსის კლირენსს. ამავე დროს მეტაანალიზში ნათქვამია, რომ მიმოხილული კვლევების შედეგების ნაწილი არ იყო რეცენზირებული. აგრეთვე ამ კვლევებში არის წინააღმდეგობრივი მონაცემებიც.

სადღეისოდ ივერმექტინს არ აქვს აშშ FDA-ის ან EMA-ს ოფიციალური რეკომენდაცია (approval), ხოლო ჯანმო, NIH და მსოფლიოს სხვა წამყვანი ინსტიტუციები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ივერმექტინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ კლინიკური კვლევების ფარგლებში.“

ამ ეტაპისთვის პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზა არის ვაქცინაცია!