როგორ ამოვიცნოთ ზოგიერთი დაავადება კანის მდგომარეობის საშუალებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ამოვიცნოთ ზოგიერთი დაავადება კანის მდგომარეობის საშუალებით

კანზე ცვლილებები ხშირად ვლინდება გასტრო-ენტეროლოგიური დაავადებების დროს. ეს შეიძლება იყოს გამონაყარი, რაც დაკავშირებულია ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობის დარღვევასთან, კანის პიგმენტაციის დარღვევა, როზაცეა, სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები, კანის მგრძნობელობის მომატება ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი (ფოტოდერმატოზი).

ენდოკრინული სისტემის, კერძოდ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისას, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოფუნქციის ნიშნები: კანის სიმშრალე, არაჯანსაღი ფერი, შეშუპება, აქერცვლა, ჰიპოთერმია, თმის მტვრევადობა და ცვენა, ფრჩხილების გათხელება. ჰიპერფუნქციისას კანი ხდება ნოტიო, მგრძნობიარე შეხებისადმი და პიგმენტირებისადმი.

არსებობს კანის რიგი დაავადებებისა, რომლებიც ტიპურია შაქრიანი დიაბეტისათვის. დაავადებას ხშირად თან ახლავს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა პიოდერმია, კანდიდოზი.

სასქესო ჯირკვლების ფუნქციის დარღვევისას ხშირად აღინიშნება გამონაყარი, ცხიმიანი სებორეა, ჰირსუტიზმი.

ორგანიზმში D, А, В6, B12, С ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობას თან ახლავს კანის მხრივ გამოვლინებები: კანის აქერცვლა, ტუჩების კიდეების ანთება, კანისა და თმის პიგმენტაციის დარღვევა, თმის ცვენა, სებორეული გამონაყარი.