ყოველი 6 კოვიდინფიცირებულიდან 1-ს მხოლოდ გასტროენტეროლოგიური სიმპტომი უვლინდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყოველი 6 კოვიდინფიცირებულიდან 1-ს მხოლოდ გასტროენტეროლოგიური სიმპტომი უვლინდება

კოვიდ19-ისთვის დამახასიათებელი მთავარი სიმპტომები ტემპერატურა და ხველაა, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, ინფიცირებულთა 16%-ს გასტროენტეროლოგიური სიმპტომები აქვთ.

კანადის მედიცინის ერთ-ერთი უნივერისტეტის მიერ გამოქვეყნებული 36 კვლევის თანახმად, პაციენტთა 18%-ს აღენიშნებოდა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემებიც, ხოლო 16%-ს მხოლოდ გასტროენტეროლოგიური სიმპტომები.

აღნიშნული სიმპტომები შეიძლება იყოს: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის გენერალიზებული ტკივილი.

მკვლევარები გასტროენტეროლოგებს და რადიოლოგებს, რომლებიც მუცლის ღრუზე მუშაობენ, მოუწოდებენ, რომ ფრთხილად და ყურადღებით იყვნენ.

გამოსახულებაზე კარგად დააკვირდნენ, ხომ არ არის ნაწლავის ანთება, ნაწლავის პერფორაცია, ან ჰაერი ნაწლავის კედელში.

კოვიდ19-ით ინფიცირების შედეგად, რა თქმა უნდა, ყველას არ ემუქრება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები, თუმცა უფრო და უფრო მეტი კვლევა ცხადყოფს, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომელიც ვირუსს ახასიათებს.

ის განსაკუთრებით საშიში შეიძლება იყოს პაციენტებისთვის, რომლებსაც უკვე არსებული გასტროენტეროლოგიური პრობლემები აქვთ.