აშშ-მ წარმოადგინა ლაბორატორიიდან კორონავირუსის გაჟონვის დამადასტურებელი მტკიცებულებები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

აშშ-მ წარმოადგინა ლაბორატორიიდან კორონავირუსის გაჟონვის დამადასტურებელი მტკიცებულებები

აშშ-მ წარმოადგინა ლაბორატორიიდან კორონავირუსის გაჟონვის დამადასტურებელი მტკიცებულებები
აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა გამოქვეყნა მოხსენება კორონავირუსის ლაბორატორიული წარმომავლობის თეორიის სასარგებლო არგუმნეტებით. ამის შესახებ იტყობინება ტელეარხი Fox News.

"ვფიქრობთ, რომ დადგა დრო უარი ვთქვათ იმ მოსაზრებაზე, რომ ზღვის პროდუქტების ბაზარი გახდა კორონავირუსის წარმოშობის ადგილი. მტკიცებულებები მეტყველებს, რომ ვირუსი ნამდვილად გავრცელდა ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან არა უადრეს 12 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად". -ნათქვამია რესპუბლიკელი სენატორის მოხსენებაში. მან კონგრესის ორივე პარტიას მოუწოდა ერთობლივი გამოძიებისაკენ.

მაკკოლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შესაძლებელია მიმდინარეობდა ვირუსების გენების შეცვლის სამუშაოები.

დოკუმენტი
მიუთითებს ამ კვლევით ცენტრში უსაფრთხოების შესაძლო პრობლემებზე. ავტორები აღნიშნავენ, რომ 2019 წლის ზაფხულში ინსტიტუტმა განათავსა განცხადება, რომლის თანახმადაც სჭირდებოდა ჰაერის დეზინფექციის სისტემის განახლების, სახიფათო ნარჩენების გადამუშავებისა და ვენტილაციის სპეციალისტები.

როგორც გაზეთი The Hill წერს, მოხსენების ავტორები " არ ამტკიცებენ, რომ გააჩნიათ უტყუარი მტკიცებულებები. მათი მიზანია
მოამზადონ ჩინეთის მოქმედებაზე საკანონმდებლო პასუხი". ავტორები მოუწოდებენ ინსტიტუტის მეცნიერებისა და კორონავირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე პასუხისმგებელი ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრებისათვის სანქციების შემოღებისაკენ.

ივლისში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ემზადება SARS-CoV-2 კორონავირუსის წარმოშობის შესწავლის მეორე ეტაპისათვის. მან დასაშვებლად მიიჩნია, რომ კორონავირუსის გავრცელება შესაძლებელია ყოფილიყო ლაბორატორიაში საგანგებო შემთხვევის შედეგი. "ლაბორატორიული თეორია" შეისწავლა აშშ-ს სადაზვერვო სტრუქტურებმაც, თუმცა საბოლოო დასკვნამდე ჯერ არ მისულან.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად