"ვიცით, რომ რისკის შემცველი მუტაციის მატარებელია" - რა არის ცნობილი "დელტა პლუს" შტამზე, რომელიც საქართველოშიც დადასტურდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ვიცით, რომ რისკის შემცველი მუტაციის მატარებელია" - რა არის ცნობილი "დელტა პლუს" შტამზე, რომელიც საქართველოშიც დადასტურდა

ახალი "დელტა პლუს" შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ - პაატა იმნაძემ დაადასტურა. ამავდროულად, მომდევნო დღეს, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ მათ მოქალაქეებს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი გამოუვლინდათ, მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ.

ჯერ იყო "დელტა", ახლა კი "დელტა პლუს" შტამი. ჯერჯერობით ახალმა და ამოუცნობმა ვირუსის შტამმა საზოგადოებაში ქაოსი გამოიწვია და შეკითხვებიც დაიბადა. რა არის ახალი შტამი,როგორი სიძლიერის იქნება ის და როგორ უნდა ვებრძოლოთ "დელტა პლუს" ვერსიას. ამ და სხვა დანარჩენ შეკითხვებზე ჯერ მსოფლიოს მედიცინას პასუხი არ აქვს, თუმცა მალე ყველაფერი ცნობილი გახდება. ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ როგორც "დელტა", ასევე - "დელტა პლუს" შტამი საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობის იმ კატეგორიისთვის, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია.

- "დელტა პლუსთან" მიმართებაში ბევრ ინფორმაციას არ ფლობს მედიცინა, იმიტომ, რომ ეს შტამი გავრცელებულ ვარიანტად ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში არ ითვლება. ერთი ვიცით, რომ მასში არსებული სპაიკ ცილის ნაწილში საყურადღებო მუტაციაა - 417. ასე იცნობენ ამ მუტაციას, რომელიც ახასიათებს, ასევე, ბრაზილიურ და სამხრეთ აფრიკულ, ბეტა და გამა ვარიანტებს. შესაბამისად, ვარაუდის დონეზეა, რომ შეიძლება ამ შტამმა შეიძინოს მეტი გავრცელების ძალა, თუმცა გახდება თუ არა ის უფრო მძიმე დაავადების გამოწვევის ან სიკვდილიანობის მიზეზი, ჯერ დადგენილი არ არის. არც ის არის ცნობილი, როგორ იმოქმედებს ვაქცინაზე. ჯერჯერობით ვიცით, რომ რისკის შემცველი მუტაციის მატარებელია.

- ხომ არ არის ცნობილი, რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვის იქნება მეტად საშიში "დელტა პლუს" შტამი?

- არა. ალბათ, როგორც "დელტა" ვარიანტი, ასევე იქნება ესეც. "დელტა" შტამს რაღაც განსაკუთრებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნამდვილად არ აქვს და, ასევე, იქნება ახალი ვარიანტიც. ყველა ახალი შტამით, ამ ეტაპისთვის, არა ვაქცინირებული ადამიანები ზარალდებიან და არა ვაქცინირებულებს მიეკუთვნებიან ახალგაზრდები, რომლებსაც ან არ ეკუთვნის ვაქცინა, ან თავს იკავებენ მისი გაკეთებისგან.

- ამ ეტაპზე ცნობილი შტამებიდან ყველაზე საშიშად მაინც "დელტა" მოიაზრება? რატომ?

- მისი საშიში მახასიათებლები მხოლოდ ის არის, რომ აქვს ძალიან გაზრდილი გადაცემის შესაძლებლობა. უხანში წარმოქმნილ ვირუსის შტამს, საწყისს, რომელიც 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, ჰქონდა ორი ან სამი ადამიანის დაინფიცირების უნარი ანუ ერთი დაავადებული სხვა ორ ან სამს დააინფიცირებდა. ახლა "დელტა" შტამით დაავადებულ ადამიანს შეუძლია, ერთმა ცხრა ადამიანი დააინფიციროს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტებმა ახალი შტამი ჩუტყვავილას შეადარეს. სწორედ გადადების მასშტაბები ქმნის მას მარტივად და სწრაფად გავრცელებად ვირუსად. რაც უფრო მეტ ადამიანს იპოვის, რომელსაც აცრა არ აქვს გაკეთებული ან გადატანილი არ აქვს ვირუსი, უდიდეს ნაწილს დაემართება. არაიმუნურ ადამიანს მოძებნის და დააინფიცირებს.

- გავრცელდა ვერსია, რომ "დელტა" შტამი განსაკუთრებით საფრთხეს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობისთვის, როგორი მაჩენებელია ორსულების შემთხვევაში?

- კლინიკურად არ ჩანს, რომ ამ შტამმა რომელიმე ასაკობრივ ჯგუფში სიკვდილიანობა გაზარდა. დასავლეთ ევროპაში და ჩვენთან ვაქცინები უფრო მეტად მოზრდილი ასაკის ხალხს აქვს გაკეთებული, აუცრელია ახალგაზრდების დიდი ნაწილი. ვირუსით ინფიცირებამ გადმოინაცვლა სწორედ ახალგაზრდებში, ამას ინგლისში ეძახიან "არავაქცინირებულების პანდემიას". სიმძიმის მაჩვენებლები არ გაზრდილა, მაგრამ ავადობამ გადაინაცვლა იქ, სადაც ნაკლებად ვაქცინირებულია ხალხი.

წაიკითხეთ სრულად