თამარ გაბუნია - საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის გაკეთება საშუალებას მოგვცემს, რომ პედაგოგებისთვის ცალკე კუთხე გამოიყოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის გაკეთება საშუალებას მოგვცემს, რომ პედაგოგებისთვის ცალკე კუთხე გამოიყოს

რომ ცალკე კუთხე გამოიყოს პედაგოგებისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჰქონდეთ აცრაზე მოსვლის საშუალება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ ცენტრებში პედაგოგებს რეგისტრაციის გარეშე ექნებათ აცრის საშუალება.

„ჯანდაცვის სისტემის მხარეს სრული მზაობაა იმისთვის, რომ საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლები აიცრან და ჩვენ მათ ხელი შევუწყოთ. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მათივე გადაწყვეტილება აცრასთან დაკავშირებით და როგორც იცით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მათ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ჩვენ მიმდინარე პერიოდში გვაქვს აქტიური კონსულტაციები განათლების სამინისტროსთან, რომ სექტორის შიგნით მოხდეს უკვე აქტიური საინფორმაციო კამპანია და მასწავლებლების მოწვევა, არა მხოლოდ მასწავლებლების, არამედ სრულად საგანმანათლებლო სექტორის პერსონალის მოწვევა. ძალიან ბევრი უკვე ჩაერთო და იცრება, მაგრამ ვფიქრობ, საუნივერსიტეტო სივრცეში ვაქცინაციის დიდი ცენტრის გაკეთება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გამოიყოს ცალკე კუთხე პედაგოგებისთვის და მათ ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჰქონდეთ აცრაზე მოსვლის საშუალება“, -განაცხადა გაბუნიამ.