იტალიაში კოვიდის არსებობის კვალი 2019 წლის ოქტომბრიდან აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იტალიაში კოვიდის არსებობის კვალი 2019 წლის ოქტომბრიდან აღმოაჩინეს

რომ 2019 წლის შემოდგომაზე ფილტვების კიბოზე გამოკვლეული 959 ადამიანის სისხლის ნიმუშებიდან 111 ნიმუშში აღმოჩნდა SARS-CoV-2-ის ვირუსის მიმართ ანტისხეულები (იმუნოგლობულინები). ამასთან ყველაზე ადრეული ნიმუში, სადაც აღმოჩნდა М (IgM) კლასის იმუნოგლობულინები (ისინი გამომუშავდება ინფექციის დაწყების შემდეგ), მიეკუთვნება 2019 წლის ოქტომბერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თხოვნით, ნიმუშები განმეორებითი ანალიზისთვის გაგზავნილი იქნა სიენაში(იტალია) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან აფილირებულ ლაბორატორიაში VisMederi და ნიდერლანდების უნივერსიტეტში. ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიღებული ნიმუშები შეადარეს, 2018 წელს დონორების მიერ ჩაბარებული სისხლის ნიმუშებს. ორივე ლაბორატორიაში, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად აღნიშნეს კოვიდის მიმართ ანტისხეულების არსებობა. აქედან გამომდინარე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ SARS-CoV-2 ვირუსი, ან მისი ადრეული ვერსია შესაძლებელია გარკვეული დრო არ იწვევდა სიმპტომებს და იტალიაში ცირკულირებდა 2019 წლის ოქტომბრიდან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამეცნიერო საზოგადოებას ეჭვი გაუჩნდა იმასთან დაკვშირებით, რომ

SARS-CoV-2 ვირუსმა ცირკულაცია მსოფლიო მასშტაბით დაიწყო 2019 წლის დეკემბრამდე გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ჩინეთის ხელისუფლება ახალი ინფექციის გამოჩენის შესახებ შეატყობინებდა მთელ მსოფლიოს. ა.შ.შ-ში დონორის სისხლის ნიმუშის ანალიზით, ფიქრობენ, რომ კოვიდი ქვეყანაში უკვე 13 დეკემბრიდან იყო. ფრანგმა მკვლევარებმა კი კორონავირუსის მიმართ ანტისხეულები აღმოაჩინეს 2019 წლის ნოემბერში აღებული სისხლის ნიმუშებში.