კოვიდის შედეგად შესაძლებელია ინტელექტი დაქვეითდეს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

კოვიდის შედეგად შესაძლებელია ინტელექტი დაქვეითდეს

კოვიდის შედეგად შესაძლებელია ინტელექტი დაქვეითდეს
ადამიანის კოგნიტიური უნარები შეიძლება მსუბუქი ფორმის COVID-19-ის შემდეგაც დაქვეითდეს. ასეთი დასკვნა გააკეთეს მეცნიერებმა, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში The Lancet.

დაავადების საშუალო სიმძიმის შემთხვევაში, დაავადების შედეგები შეიძლება ინსულტისას შევადაროთ. მათთან, ვისაც დასჭირა ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი, ტვინის აქტივობის დაქვეითება IQ-ს შვიდი პუნქტით გაუარესების ექვივალენტურია.

კორონავირუსის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება ლოგიკური განსჯის, დაგეგმვის და ყურადღების კონცენტრაციის უნარი.

კორონავირუსმა შეიძლება დააზიანოს თავის ტვინის უჯრედები
და გამოიწვიოს კოგნიტიური დარღვევები. ბევრი, კოვიდის გადატანის შემდეგ, აღნიშნავს ემოციური მდგომერეობის, მეხსიერების დარღვევებს. სწორედ ამიტომ პანდემიის დაწყებისთანავე მნიშვნელოვნად მოიმატა ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების დახმარების საჭიროებამ.

ისევე როგორც ნებისმიერი ვირუსი, კორონავირუსი უარყოფითად მოქმედებს კაპილარულ სისხლის მიმოქცევაზე და გავლენას ახდენს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე. სისხლის მიმოქცევის გაუარესების შედეგად, ტვინი ფაქტობრივად შიმშილობს და დაავადების გადატანის შემდეგ, ადამიანი სწრაფად იღლება და საჭიროებს დასასვენებლად მეტ დროს.

ექსპერტების აზრით, კოგნიტიური ფუნქციების
სრულად აღდგენას, კოვიდის შემდეგ, დაახლოებით თვეზე მეტი ხანი შეიძლება დასჭირდეს.

რეაბილიტაციისათვის მედიკოსები გვირჩევენ ფიზიკურ ვარჯიშს, ფეხით სიარულს. პოსტკოვიდური სინდრომის რიგი სიმპტომებისა ასევე უკავშირდება დაავადების დროს მიღებული სტრესის შედეგებს.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
ლატარიის გარდა რამდენიმე წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის მსჯელობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად