თამარ გაბუნია - დღეისათვის ინფიცირებულთა განსათავსებლად მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თამარ გაბუნია - დღეისათვის ინფიცირებულთა განსათავსებლად მობილიზებულია 6 000 საწოლი, საიდანაც 5 200 დაკავებულია

საიდანაც 5 200 დაკავებულია. ეს მონაცემები აჩვენებს, რომ დატვირთვის მაჩვენებელი მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მალე საწოლფონდს სულ მცირე 1 500 ადგილი დაემატება.

„სულ მობილიზებულია 6 000 საწოლი და აქედან 5 200 დაკავებულია, ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ მაღალია დღეს დატვირთვის მაჩვენებელი. 6 000-დან 216 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. მობილიზაცია გრძელდება ყოველდღიურად. ამ კვირაში ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული სქემა, რომელ დღეს ჩაერთვება დამატებითი საწოლფონდი, რადგან ამის საჭიროება ჩანს, რომ იქნება. სასტუმროები ასევე დაგვეხმარება და იგეგმება, რომ მოკლე დროში დაემატოს სულ მცირე 1500 საწოლი“, - განაცხადა გაბუნიამ

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სასტუმროებში იმ ინფიცირებული ბავშვებისთვის, ვისი მდგომარეობაც მსუბუქად მიმდინარეობს, შესაფერისი გარემო შეიქმნება, რათა მკურნალობის კურსი იქ დაასრულონ.

„არის მსუბუქი შემთხვევები ბავშვებში და ასეთ დროს მისი ჰოსპიტალიზაციაც სერიოზული დისკომფორტის გამომწვევია როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვისთვის. ამდენად ბავშვებისთვისაც შეიქმნება სასტუმროებში შესაფერისი გარემო, რომ ექიმის მეთვალყურეობით თავიანთი მკურნალობის კურსი იქ დაასრულონ“, - განაცხადა გაბუნიამ