როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რაიმე მედიკამენტს ვღებულობთ და გვსურს ვაქცინის გაკეთება. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რაიმე მედიკამენტს ვღებულობთ და გვსურს ვაქცინის გაკეთება.

ექიმი ბექა ზარქუა გვიზიარებს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ვიდეოს.

3 ტიპის ვაქცინა გვაქვს, ესენია: ადენოვირუსზე დაფუძნებული, როგორიც არის „ასტრაზენეკა“, ინაქტივირებული გზით მიღებული ვაქცინები (ჩინური ვაქცინები -„სინოფარმი“ და სინოვაკი“) და მ-რნმ ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინები („ფაიზერი“).

ზოგიერთი სპეციფიური მკურნალობის დროს ვაქცინების საკითხი გასათვალისწინებელია, არა იმიტომ, რომ ვაქცინის გვერდითი მოვლენა იზრდება, ვაქცინა მეტად სახიფათო ხდება და ძირითად დაავადებას გაამწვავებს, რასაც პაციენტი მკურნალობს, არამედ იმიტომ, რომ ზოგიერთი ტიპის მკურნალობის დროს ვაქცინამ, შესაძლოა, არასაკმარისი იმუნური პასუხი გამოიწვიოს და ვერ იყოს ეფექტური.

მედიკამენტების ორი ჯფუფი უნდა გამოვყოთ: ხშირად მოხმარებადი და ნაკლებად ხშირად მოხმარებადი.

„ასტრაზენეკას“ და ჩინური ვაქცინების წამალთან ურთიერთქმედებების შემთხვევაში გასათვალიწინებელია ის, რომ:

ხშირად მოხმარებადი წამლებიდან აცეტამინოფენის, ანუ პარაცეტამოლის და ასპირინის ჯგუფის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების, თვითნებური გამოყენება არ არის სასურველი.

თვითნებურად სიცხის დამწევი მედიკამენტის გამოყენებას, იმისათვის რომ ვაქცინამ არ მოგვცეს რაიმე გვერდითი მოვლენა (დავასწროთ და ჩვენით მივიღოთ პარაცეტამოლი, ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტი) ასეთი რამ არ შეიძლება, ასე შეიძლება ვაქცინის ეფექტურობა შევამციროთ.

წინასწარ ნუ დავლევთ ნურც ტკივილგამაყუჩებელს და ნურც სიცხის დამწევს, ეს შეიძლება იმუნურ პასუხზე ცუდად აისახოს, დააქვეითოს ვაქცინაციის დადებითი ეფექტი.

ეს მედიკამენტები გვერდით ეფექტს კი არ გამოიწვევს, უბრალოდ ვაქცინის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს.

მათ, ვინც ასპირინის ჯფუფის წამლებით მკურნალობენ კარდიოლოგიური დაავადებების გამო, უნდა გააგრძელონ მიღება.

ასევე, „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში წინასწარ პროფილაქტიკური მიზნით ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგი წამლები) მედიკამენტებისგან უნდა შეიკავეთ თავი.

ეს ანაფილაქსიის რისკებსაც არ ამცირებს და შეიძლება ამან დამალოს კანზე სხვადასხვა გამონაყარი, რომლებიც ანაფილაქსიის ერთ-ერთი პირველი ნიშანია და ექიმმა გვიან დასვას დიაგნოზი (უნდა აღინიშნოს, რომ ანაფილაქსია უიშვიათესი გვედითი მოვლენაა).

არსებობს იშვიათად გამოყენებადი მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლებელია ნაკლებად ეფექტური გახადოს ვაქცინა.

მაგალითად, სპეციფიკური მედიკამენტები: ციკლოფოსფამიდი, მეტოტექსატი, რიტუქსიმაბი და სხვა მსგავსი, რომლებიც ინიშნება რევმატული პრობლემების, ორგანოთა გადანერგვის ან სიმსივნური პრობლემების დროს, თრგუნავენ იმუნიტეტს, რათა დაავადებას უმკურნალონ. თუ ასეთ წამლებს სვამთ, ეს ნიშნავს, რომ რეგულარული კომუნიკაცია გაქვთ ექიმთან, ვინაიდან ამას აფთიაქში თქვენით არ და ვერ იყიდით.

ასეთ პაციენტებთან შეიძლება კოვიდის ვაქცინა იყოს ნაკლებადეფექტური და არა მომაკვდინებელი.

ის პაციენტები, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ ზოგიერთი მედიკამენტის შედეგად, რათა მათი დაავადება მართოს ექიმმა, ვაქცინის შემდეგაც სიფრთხილით უნდა იყვნენ, ატარონ პირბადე და დაიცვან სხვა რეკომენდაციები.

არც ერთი ანტიბიოტიკი, არც ერთი კუჭის, ან ფერმენტული მედიკამენტი არ არის სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაქცინასთან მათი ურთიერთქმედება არ არის საფრთხისშემცველი.

ის პრეპარატები, რომლებსაც ღებულობთ რეჟიმის ცვლილების გარეშე, ვაქცინების პარალელურად არ უნდა შეწყვიტოთ და უნდა გამოიყენოთ.