ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადეების ტარების წესისა და ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთების საკითხს განიხილავენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ენტონი ფაუჩი - აშშ-ში ვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადეების ტარების წესისა და ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთების საკითხს განიხილავენ

პირბადის გამოყენების მითითების გადახედვას განიხილავენ, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

მისივე თქმით, განიხილება ასევე ვირუსის მიმართ მოწყვლადი მოსახლეობისთვის დამატებითი, ე.წ. „ბუსტერ დოზის“ შეთავაზების საკითხიც.

ენტონი ფაუჩის განცხადებით, ის ჩართულია აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ გამოცემული პირბადის ტარების მითითების შეცვლასთან დაკავშირებულ დისკუსიებში. ცენტრის ამჟამინდელი გაიდლაინის თანახმად, ვაქცინირებულ პირებს შეუძლიათ „პირბადის გამოყენების გარეშე განაახლონ ის საქმიანობა, რასაც პანდემიამდე აკეთებდნენ.“

ამასთან, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ აშშ-ში არავაქცინირებულ პირებში ვირუსის „დელტა“ ვარიანტის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია და კოვიდსიტუაცია ხდება „პანდემია არავაქცინირებულებს შორის“. მისი თქმით, იმ ტერიტორიების ლიდერებმა, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, მეტი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ადამიანები წაახალისონ, აიცრან.

ოფიციალურ მონაცემების თანახმად, აშშ-ში 162.7 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 49%, სრულად არის ვაქცინირებული. თუმცა, გარკვეულ ადგილებში, მათ შორის ფლორიდაში, ტეხასსა და მისურში, ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია.