საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

საბერძნეთში სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა
საბერძნეთის დედაქალაქ ათენსა და სხვა ქალაქებში ათასობით ადამიანმა მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომების მიღება მას შემდეგ დასჭირდათ, რაც მომიტინგეების ნაწილმა მათ პიროტექნიკა დაუშინა.

აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერებით „არა სავალდებულო ვაქცინაციას“ და „თავისუფლება.“

ცნობისათვის, საბერძნეთში სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის ვაქცინაცია 1 სექტემბრიდან სავალდებულო ხდება.

ბოლო მონაცემებით ქვეყანაში, სადაც 10.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 4.6 მილიონი მოქალაქე სრულად ვაქცინირებულია, მაგრამ „დელტა“ ვარიანტის გავრცელება შეშფოთებას
იწვევს. აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 800-დან 3 000-მდე გაიზარდა.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ხომ არ უშლის კოვიდის ვაქცინას რაიმე სხვა მედიკამენტი ხელს და ხომ არ არის კოვიდ-ვაქცინები სახიფათო რომელიმე პრეპარატით მკურნალობის დროს?
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად