კვლევა - „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვლევა - „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, „ბიონტექ/ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.

ამასთან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია.

”ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა”, - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები.

მანამდე მათ განაცხადეს, რომ „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, „დელტა“ ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, მომავალი თვეების განმავლობაში მსოფლიოში დომინანტური იქნება. ამჟამად შტამი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.