კვლევა - „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

კვლევა - „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია

კვლევა - „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურია
„ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინების ორი დოზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მაღალ ეფექტურია, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, „ბიონტექ/ფაიზერის“ ვაქცინა სიმპტომური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით 88%-ით ეფექტურია „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ. „ალფა“ ვარიანტის შემთხვევაში კი მისი ეფექტურობა 93.7%-ია.

ამასთან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ 67%-ით, „ალფას“ წინააღმდეგ კი - 74.5%-ით ეფექტურია.

”ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტურობაში მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნა”, - განმარტავენ კვლევაში ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მეცნიერები.

მანამდე
მათ განაცხადეს, რომ „ფაიზერის“ ან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ მხოლოდ 33%-ით ეფექტურია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, „დელტა“ ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად ინდოეთში დაფიქსირდა, მომავალი თვეების განმავლობაში მსოფლიოში დომინანტური იქნება. ამჟამად შტამი მსოფლიოს 124 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
მგზავრები, რომლებმაც ევროკავშირსა და აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად ჩაიტარეს,
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ბიულეტინშია ნათქვამი,
ზოგადად, ვაქცინაციის შემდეგ, ექიმები ურჩევდნენ დაბანისაგან თავის შეკავებას.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აცრასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს:
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად