თამარ გაბუნია - სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს - ამის აუცილებლობა არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი

კითხვა-პასუხი

თამარ გაბუნია - სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს - ამის აუცილებლობა არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა

თამარ გაბუნია - სოციალური და ეკონომიკური ფონი საკმაოდ მძიმეა, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს - ამის აუცილებლობა არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა
სოციალური და ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სიტუაციიდან გამოსვლის მექანიზმი ვაქცინაცია და რეგულაციების აღსრულებაა.

„ამ ეტაპზე შეზღუდვების გამკაცრებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი აქცენტი კეთდებოდა შეზღუდვების წინააღმდეგ ისევ მოსახლეობის მხრიდან, სოციალური ფონი და ასევე, ეკონომიკური ფონი არის საკმაოდ მძიმე, რაც ტოტალური „ლოკდაუნის“ შესაძლებლობას ძნელად მოგვცემს და ამის აუცილებლობა დღეს არც
არის, რადგან გვაქვს ვაქცინაციის შესაძლებლობა. დღეს ჩვენთვის მეტად აქტიური მექანიზმი იმისთვის, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ, არის ვაქცინაცია და ასევე, იმ რეგულაციების აღსრულება, რაც ძალაშია. არავის არ უთქვამს, რომ პირბადის გამოყენება საჭირო არ არის და დიდი სოციალური შეკრებები დასაშვებია - დღეს ეს არის მთავარი ბუსტერი ეპიდემიის.
ამდენად, რაც დადგენილია იმ რეგულაციების დაცვა აუცილებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამ ავტორის სხვა სტატიები
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
კატეგორიის სხვა სტატიები
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით,
ხომ არ უშლის კოვიდის ვაქცინას რაიმე სხვა მედიკამენტი ხელს და ხომ არ არის კოვიდ-ვაქცინები სახიფათო რომელიმე პრეპარატით მკურნალობის დროს?
მამობის მსურველი მამაკაცებისთვის ჩასახვის შანსი იზრდება კარგი ძილის შემთხვევაში. რეკომენდებულია დასაძინებლად დაწოლა 22:30 საათზე.
საკვების მონელების პროცესის ამა თუ იმ რგოლის მოშლისას,
არსებობს უამრავი კოსმეტიკური პროდუქტი, რომლებიც მსხლის ინგრედიენტებსაც შეიცავს.
მზის მცხუნვარე სხივები უარყოფითად მოქმედებს თმის სიჯანსაღესა და შესახედაობაზე.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად